ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილმა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ბრუკლინ ნეტსი 116:103 დაამარცხა.
საუკეთესო იყო ენტონი დევისი, 37 წულით, 18 მოხსნით და 2 პასით. დევისის სათამაშო ფორმაზეც ყველაზე მეტად არის ლეიკერსის ბედი დამოკიდებული.
უნდა აღინიშნოს ლონი ვოკერის ძალიან მაღალი დონის შეხვედრა (25 ქულა, 1 მოხსნა) და არ უნდა გამოგვრჩეს რასელ ვესტბრუკი, რომელიც ასევე სასარგებლო იყო. (14 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა).
ბრუკლინს არანაკლები პრობლემები აქვს, ვიდრე ლეიკერსს, მათი ოცნებები სუპერ გუნდობაზე ქარმა წაიღო, ჯერ ჰარდენმა დატოვა გუნდი და მის ნაცვლად ბენ სიმონსი მიიღეს, რომელიც ვერა და ვერ შევიდა ფორმაში, შემდეგ კაირი ირვინგის ტრადიციული პრობლემების ჯერი მოვიდა და კევინ დურანტი კვლავინდებურად მარტო დარჩა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ის არის ჩემპიონობაზე კონცენტრირებული. დურანტის მარტო დარჩენა ერთი მხრივ ბრუკლინის შანსებს საგრძნობლად ამცირებს, მეორე მხრივ კი შანსს გვაძლევს ვიხილოთ ის, რის ნახვაც კევინ დურანტისგან ყველაზე მეტად სურთ, ერთპიროვნული, გამოკვეთილი ლიდერობა, რა თქმა უნდა, ამასაც დრო დასჭირდება, ჯერჯერობით ადრეა და ლეიკერსთან პარკეტზე ეს კარგად გამოჩნდა.
დურანტის ანგარიშზე 31 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასია.
ლეიკერსის ბალანსი უკვე 3-10 ია, ბრუკლინის კი 6-8.