ტიმო ვერნერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ტურში, ლაიფციგი-შახტარის შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე ტიმო შეცვალეს, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მარცხენა ფეხის კოჭის ტრავმის გამო, ტიმო 2022 წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გერმანელი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
„ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, ტიმოს გამო ძალიან ვწუხვარ“, – თქვა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა. ცნობილია, რომ ფლიკი ტიმოს დიდი თაყვანისმცემელია, კონფლიქტი მიუნხენის ბაიერნში სწორედ ამის გამო დაიწყო, ჰასან სალიჰამეჯიჩი ლერიო ზანეს ტრანსფერს ითხოვდა, ჰანსი ფლიკს კი ტიმოს შეძენა სურდა.
„მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება, ტიმოს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – თქვა ფლიკმა.
ლაიფციგში დაბრუნების შემდეგ ვერნერმა სასურველი ფორმის დაბრუნება შეძლო, 16 მატჩში 9 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ეროვნულ ნაკრებში 55 მატჩს მოუყარა თავი და 24 გოლის გატანა შეძლო.
გერმანიის ნაკრებს შემტევ ხაზში საკმარისი ვარიანტები აქვს, – ლეროის ზანეს, სერჟ გნაბრის, ჯამალ მუსიალას, კაი ჰავერცისა და ტომას მიულერის სახით.
გერმანიის ნაკრები E ჯგუფში ესპანეთის, იაპონიისა და კოსტა რიკას ნაკრებებთან ერთად მოხვდა.