სარჩევი
ჩაკვეტაძის კარგი თამაში, გოგლიჩიძის მშრალი კარი - უოტფორდმა მოიგო | Setanta Sports

ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურში უოტფორდმა საკუთარ მოედანზე დერბი ქაუნთი მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა (2:0).

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

‘ჰორნეტების’ შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე თამაშობდა. საბამ კარგი მატჩი ჩაატარა, 5-ჯერ გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან, 2 ართმევა ჰქონდა და მოედნის დუელები 2-ჯერ მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი 86-ე წუთზე დატოვა და მის ნაცვლად თამაში მეტიუ პოლოკმა გააგრძელა.

ჩაკვეტაძე მატჩში პირველ ტაიმში, 23-ე წუთზე ჩაერთო – ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმირებული ოტმან მაამა შეცვალა. ჩაკვეტაძე გამორჩეული იყო ნახევარდაცვაში – მისი გაკეთებული გადაცემების 98% ზუსტი იყო (48/49), გარდა ამისა ჩაკვეტაძემ 3-იდან 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და მოედნის დუელების (9/5) 55% მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ‘უოტფორის’ ფორუმებზე ქართველი ფეხბურთელების თამაში კარგად შეფასდა. გოგლიჩიძე უკვე ზედიზედ მეორე მატჩში მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, ჩაკვეტაძე კი ჩვეულ ფორმას ნელ-ნელა უბრუნდება და მაამას ტრავმის შემდეგ, სავარაუდოდ შემდეგ მატჩში სასტარტოდან დაიწყებს.

უოტფორდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო დერბის წინააღმდეგ. ‘ჰორნეტებიდან’ თავი მამადუ დუმბიამ და ლუკა კიერუმგარდმა გამოიჩინეს.

ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში უოტფორდი მე-9 ადგილამდე დაწინაურდა. ედ სტილის გუნდი პრემიერ ლიგაში გადასვლისთვის საპლეიოფო ზონას სამი ქულით ჩამორჩება.

შემდეგ ტურში უოტფორდი იფსვიჩს ესტუმრება, მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე გაიმართება.