ლისაბონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში, ბენფიკასა და მადრიდის რეალს შორის, სკანდალური ინციდენტი დაფიქსირდა.
მატჩში გასული ერთადერთი გოლის შემდეგ, ვინისიუსსა და ბენფიკას ნახევარმცველს ჯანლუკა პრესტიანის შორის კამათი იქამდე მივიდა, რომ რეალის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მატჩის მთავარ მსაჯს მატჩის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ბენფიკა vs რეალი – სრული ჩანაწერი
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა


სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვინისიუსმა ბენფიკას კარში ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ბენფიკას ფანების წინ, ბევრის აზრით, დემონსტრაციულად აღნიშნა. მატჩის განახლებამდე ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა გაიზარდა და ვინისიუს ჟუნიორმა ბენფიკას არგენტინელ ნახევარმცველთან, ჯანლუკა პრესტიანისთან კამათის შემდეგ მსაჯს მატჩის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მატჩი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეჩერდა, ვინისიუსი ამტკიცებდა, რომ ჯანლუკამ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიენაბით არგენტინელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ მსგავს შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და ვინისიუსმა უბრალოდ არასწორად გაიგო ის, რაც ჯანლუკამ ბრაზილიელს უთხრა.
UEFA-მ აღნიშნული ინციდენტის თაობაზე გამოძიებას დაიწყებს – ‘ყველა ფეხბურთელი, რომელიც აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო გამოიკითხება, განსაკუთრებით გვჭირდება ის მოთამაშეები, რომლებმაც ზუსტად გაიგეს ფეხბურთელების საუბარი’, – წერს El Larguero.
ინციდენტის დროს ყველაზე ახლოს მადირიდის რეალის თავდამსხმელი, კილიან მბაპე იყო, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრესიანის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს – ‘პრესტიანიმ ჩემპიონთა ლიგაზე აღარასდროს უნდა ითამაშოს, ამით ჩვენ ბავშვებს მაგალითს მივცემთ. მან ვინისიუსს მაიმუნი ხუთჯერ დაუძახა – ეს ყველაფერი ნათლად გავიგე. ეს მიუღებელია. UEFA-ს საუკეთესო გადაღება აქვს და ყველაფერი კარგად ჩანს. ვინისიუსს არასდროს დავტოვებთ’
მატჩისშემდგომ პრესკონფენრეციაზე ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ვინისიუსს მიმართა და აღნიშნა, რომ ბენფიკა არასდროს ყოფილა რასისტული კლუბი:
“როცა მსგავსი ინციდენტი ბევრ სტადიონზე ხდება ერთი ფეხბურთელის მისამართით, რაღაც ხდება, რისი გაგებაც არ შემიძლია. ვინისიუსს ვკითხე – რატომ აღნიშნე გოლი ასე? რატომ არ გააკეთე ეს ნორმალურად, როგორც გოლის გატანის შემდეგ ბედნიერი ფეხბურთელები იქცევიან? ბენფიკა არ არის რასისტული კლუბი, ჩვენი ლეგენდა – ეუსებიო შავკანიანი ფეხბურთლი იყო. პრესტიანი სხვა რამეს მეუბნება, ვინისიუსი სხვას, ასე რომ, ამ საქმისადმი დეფინიციის მინიჭება მიჭირს”
ჟოზე მოურინიომ მატჩის მიმდინარეობისას მსაჯთან კამათის გამო წითელი ბარათიც მიიღო და სანტიაგო ბერნაბეუზე ის მატჩს ტრიბუნებიდან დააკვირდება.
მადრიდის რეალსა და ბენფიკას შორის ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა ბერნაბეუზე 25 თებერვალს გაიმართება.