სარჩევი
იანვრის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი | Setanta Sports

2026 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 1 იანვარს გაიხსნა და 2 თებერვალს დაიხურება. რეკორდული ტრანსფერები ამ სატრანსფერო ფანჯარაზე არ განხორციელებულა, თუმცა ევროპის საუკეთესო გუნდებში გაკრვეული გადანაცვლებები ვიხილეთ.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ტრადიციულად, დიდი თანხების ხარჯვით პრემიერ ლიგის გუნდები გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებით აქტიური იყო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბორნმუთი – ალუბლებმა გუნდის ლიდერი ანტუან სემენიო მანჩესტერ სიტიში სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაუშვეს, მიღებული თანხით კი რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელეს. ირაოლა გუნდს სემენიოს წასვლის შემდეგ 19 წლის ბრაზილიელი ტალანტი – რაიანი შეუერთდა ვასკო და გამადან, რომელმაც პრემიერ ლიგის სადებიუტო მატჩში შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.

ანტუან სემენიო, თავისმხრივ, მანჩესტერ სიტის კარგად მოერგო და გვარდიოლას გუნდში ადაპტაციის გავლა არ გასჭირვებია. პრემიერ ლიგაში ქალაქელების მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში სემენიომ ორი გოლი გაიტანა, ამასთან, განელმა ფორვარდმა თავი ინგლისის თასებზეც გამოიჩინა.

მანჩესტერ სიტი მხოლოდ სემენიოს ტრანსფერზე არ გაჩერებულა, ქალაქელებმა ინგლისის ნაკრების მცველი – მარკ გეჰიც დაიმატეს კრისტალ პალასიდან 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ. გეჰის ‘არწივებთან’ კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა, ამიტომაც მანჩესტერ სიტის გეჰის ტრანსფერი საკმაოდ იაფი დაუჯდათ.

ქალაქელებმა დიდი თანხა აიღეს ნორვეგიელი გარემარბის, ოსკარ ბობის გაყიდვით. 22 წლის ნორვეგიელი შემტევი ფულემს შეუერთდა 31.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ტრანსფერი შეათანხმა ლივერპულმაც – არნე სლოტის გუნდს შემდეგი ზაფხულიდან რენის 20 წლის მცველი, ჟერემი ჟაკე შეუერთდება. ფრანგი მცველი უკვე ლივერპულშია და სამედიცინო შემოწმებას გადის. მერსისაიდელებს პერსპექტიული მცველის ტრანსფერი ბონუსებთან ერთად დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ქვემოთ მოცემულ სტატიაში გაერთიანებულია 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, რომელიც 2026 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელდა.

Nმოთამაშეტრანსფერითანხა (ევროებში)
1ანტუან სემენიობორნმუთი → მან სიტი72 მილიონი
2ჟერემი ჟაკერენი → ლივერპული70 მილიონი
3ლუკას პაკეტავესტ ჰემი → ფლამენგო42 მილიონი
4კონორ გალაჰერიატლეტიკო → ტოტენჰემი40 მილიონი
5ბრენდან ჯონსონიტოტენჰემი → კრისტალ პალასი40 მილიონი
6ოსკარ ბობიმან სიტი → ფულემი31.2 მილიონი
7კადერ მეიტერენი → ალ ჰილალი30 მილიონი
8ტეტი კასტელანოსილაციო → ვესტ ჰემი29 მილიონი
9რაიანივასკო და გამა → ბორნმუთი28.5 მილიონი
10მატეო გენდუზილაციო → ფენერბაჰჩე28 მილიონი