სარჩევი
გოგლიჩიძე კარიერას უოტფორდში გააგრძელებს | Setanta Sports

საქართველოს ეროვნული ნაკრების და უდინეზეს ცენტრალური მცველი – საბა გოგლიჩიძე სეზონის ბოლომდე კარიერას ინგლისურ უოტფორდში გააგრძელებს.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

29 იანვარს ბრიტანულმა გავლენიანმა გამოცემამ – BBC-მ დაწერა, რომ უოტფორდი უდინეზესთან გოგლიჩიძის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებში იყო ჩართული. უდინეზეს და უოტფორდს ერთი მფლობელი ჰყავთ, ამიტომაც ტრანსფერის განხორციელება არ გაჭიანურებულა.

Geo Team-მა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საბა გოგლიჩიძე სეზონის ბოლომდე უოტფორდში ითამაშებს, ინგლისურ გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველს უდინეზეში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, იტალიურმა კლუბმა გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო. ინგლისის ჩემპიონშიფში ქართველი მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ იტალიის სერია A-ში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. საბა გოგლიჩიძე გიორგი ჩაკვეტაძესთან და ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება უოტფორდში.

უოტფორდი ამ მომენტისთვის ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. პლეი-ოფის ზონას ხავი გრასიას გუნდი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და ამასთან ერთი მატჩიც თადარიგში აქვს.