UFC-მ ბონუსების სისტემა შეცვალა – დანა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც UFC-ში მებრძოლებისთვის საბონუსე სისტემა შეიცვალა და სპორტსმენები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.
აქვე, 25 იანვარს, 04:00 სთ-დან არ გამოტოვოთ UFC 324: გეიჯი vs პიმბლეტი setantasports.com-ზე, სადაც ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე გაირკვევა.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
აქამდე თუ სტანდარტული ბონუსი UFC-ში 50 ათასი დოლარით ჯილდოვდებოდა, ახლა ეს თანხა გაორმაგდა და ნებისმიერი ბონუსის აღების შემთხვევაში მებრძოლები 100 ათას დოლარს მიიღებენ.
როგორც წესი, თითოეულ ივენთზე UFC ‘პერფორმანსის’ და ‘ღამის გამორჩეული ბრძოლის’ ბონუსებს აძლევს ოთხ მებრძოლს, რომლებიც გამორჩეულ სანახაობას აჩვენებენ იმ კონკრეტულ ივენთზე.
ამასთან, UFC-ის ნებისმიერი მებრძოლი, რომელიც ზემოხსენებულ ბონუსს ვერ მიიღებს, მაგრამ გამარჯვებას ნოკაუტით ან საბმიშენით მოიპოვებს – ბონუსის სახით 25 ათას დოლარს მიიღებს.
ყოფილა შემთხვევები, როცა განსაკუთრებულ ივენთზე დანა უაითს გაცილებით მაღალი ბონუსები დაუწესებია – მაგალითისთვის, UFC 300-ზე გამორჩეულმა მებრძოლებმა ბონუსის სახით 300 ათასი დოლარიც მიიღეს. დანამ ამ პრეცედენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ იგივეს გამეორებას აღარ აპირებს.
2026 წელს UFC-მ Paramount+ თან 7.7 მილიარდი დოლარის ოდენობის სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა. ‘პარამაუნტთან’ პარტნიორობის შემდეგ პირველი ღონისძიება ლას-ვეგასში შედგება, სადაც მთავარ ორთაბრძოლაში ერთმანეთს დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჯასტინ გეიჯი და პადი პიმბლეტი შეხვდებიან.