გეიჯი vs პიმბლეტი – 2026 წლის პირველი ივენთი ლას ვეგასში გაიმართება და მთავარ ორთაბრძოლაში ერთმანეთს მსუბუქი წონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჯასტინ გეიჯი და პადი პიმბლეტი შეხვდებიან.
ქართული წელი UFC-ში – 2025 წლის შეჯამება
Paramaunt-თან გაერთიანების შემდეგ, UFC პირველ ივენთს ჩაატარებს – გულშემატკივარი განსაკუთრებულ სანახაობას ელოდება. ქარდი სავსეა ვარსკვლავებით, ასე რომ, MMA-ის გულშემატკივრებისთვის სანახაობა გარანტირებულია.
UFC 324: გეიჯი vs პიმბლეტი – როგორ ვუყუროთ?
ტრაიციულად, UFC-ის ყველა ივენთის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
ერთადერთი ცვლილება – აქამდე თუ Prelim და Main Card-ები გაყოფილი იყო პლატფორმაზე სხვადასხვა ივენთად, ახლა გაერთიანებულია და მომხმარებელს შეუძლია ქარდის ორივე ნაწილი ერთი ივენთის ქვეშ იხილოს.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
გეიჯი vs პიმბლეტი – ვინ იქნება თოფურიას შემდეგი მეტოქე?


2026 წლის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურია პირადი მიზეზების გამო დროებით არა აქტიური იქნება UFC-ისთვის, რის შემდეგაც დანა უაითმა დროებითი საჩემპიონო ბრძოლა ჩანიშნა მსუბუქ წონაში. არის მოსაზრება, რომ დროებითი საჩემპიონო ქამრის ბრძოლას არმან ცარუკიანი იმსახურებდა, თუმცა მახაჩევთან გასამართ ბრძლაში ჩაგდებული წონის შემდეგ UFC-ის მატჩმეიქერები სომეხ მებრძოლს აღარ ენდობიან და საბოლოოდ არჩევანი მთავარ კონტენდერ პადი პიმბლეტსა და ლეგენდარულ ჯასტინ გეიჯიზე შეჩერდა.
ილია თოფურიამ პაუზა აიღო – UFC 324-ზე ქართველის მეტოქე გაირკვევა
ბუკმეიკერების აზრით მთავარ ორთაბრძოლაში ფავორიტი ლივერპულელი პემბლიტია – მიუხედავად ასაკიანი მეტოქეებისა, პადის UFC-ში წაგება არ აქვს და ერთადერთი ბრძოლა, სადაც კითხვის ნიშნები დატოვა ჯარედ გორდონთან ორთაბრძოლა იყო, ეს პედისთვის მეორე ბრძოლა იყო UFC-ში, რომლის შემდეგაც ლივერპულელმა აბსოლუტური დომინაციით დაამარცხა სპორტის გამორჩეული მებრძოლები – ტონი ფერგიუსონი, ბობი გრინი და მაიკლ ჩენდლერი.
გეიჯიმ თავისი ბრძოლო ბრძოლა 2025 წლის მარტში, ტიტულის კონტენდერი რაფაელ ფიზიევის წინააღმდეგ ჩაატარა. ამერიკელმა აზერბაიჯანელი სტრაიკერის წინააღმდეგ დომინანტური ბრძოლა გვაჩვენა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. 37 წლის გეიჯიმ ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აქტიურად დარჩენა სურს და მისი მიზანი საჩემპიონო ბრძოლის მოპოვებაა.
მებრძოლების ისტორიიდან გამომდინარე, დღესდღეობით, ილია თოფურიას და პადი პიმბლეტის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრძოლაა UFC-ში. ილიასთან საჩემპიონო ბრძოლის მოპოვებისთვის ინგლისელს ჯერ ჯასტინ გეიჯის ბარიერის გადალახვა მოუწევს.
UFC 324 – სრული ქარდი
ლას-ვეგასში გასამართი ივენთი სავსეა სპორტის ვარსკვლავებით, პრელიმ ქარდზე ვიხილავთ რუს უმარ ნურმაგომედოვს, რომელსაც მერაბ დვალიშვილთან წაგების შემდეგ საჩემპიონო ბრძოლის მოპოვება სურს და წონის ერთ-ერთ კონტენდერ დევისონ ფიგერედოს დაუპირისპირდება.
ბრძოლას დაუბრუნდება ყოფილი ჩემპიონო როუზ ნამაიუნასი, Thug-ის მეტოქე ბრაზილიელი კონტენდერი ნატალია სილვა იქნება. ორივე მებრძოლი უმაღლესი დონის სტრაიკერია, რაც MMA-ის გულშემატკივრებს ძალიან უყვართ და ამ ბრძოლაშიც – სანახაობა გარანტირებულია.
ქარდის თანამთავარ ორთაბრძოლაში შონ ო’მალი იბრძოლებს – ამერიკელის მეტოქე ჩინელი სონგ იადონგი იქნება. ორივე მებრძოლის საბრძოლო სტილიდან გამომდინარე, სანახაობრივ და დინამიურ ჩხუბს უნდა ველოდოთ. ო’მალიმ თავისი ბოლო ორი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ ჩაატარა და ორივეჯერ დამარცხდა. შონს შანსი აქვს ამ წაგებების შემდეგ რეაბილიტაცია იადონგის დამარცხებით მოახდინოს და საჩემპიონო კონტენდერად დარჩეს.
| პრელიმი | ||
| კრილოვი | VS | ბუკაუსკასი |
| გოტიე | VS | პულიაევი |
| უმარ ნურმაგომედოვი | VS | ფიგერედო |
| მეინ ქარდი | ||
| ალენი | VS | სილვა |
| ნატალია სილვა | VS | ნამაიუნასი |
| კორტეს აკოსტა | VS | ლუისი |
| ო’მალი | VS | იადონგი |
| გეიჯი | VS | პიმბლეტი |
აქვე, Setanta Sport-ის მომხმარებლებს გამთენიისას დანა უაითის ორგანიზებული Zuffa Boxing-ის ისტორიული პირველი ივენთის ყურებაც შეუძლიათ.