მაკლსფილდის ზღაპრული გამარჯვება – ისტორია FA Cup-ზე – მაკლსფილდმა ინგლისის ასოციაციის თასზე ტურნირის ისტორიაში ყველაზე დიდი სენსაცია მოახდინა და მოქმედი გამარჯვებული – კრისტალ პალასი ტურნირიდან გამოთიშა (2:1).


მოს როუზზე გამართული მატჩი სამუდამოდ ჩაიწერება ტურნირის ისტორიაში – ინგლისის რანგით მე-6 დივიზიონში მოასპარეზე მაკლსფილდმა ინგლისის თასის მოქმედი გამარჯვებული კრისტალ პალასი თავისი გულშემატკივრების წინ დაამარცხა.
მაკლსფილდის სტადიონი სულ 6500-მდე გულშემატკივარს იტევს, დასაჯდომი ადგილების რაოდენობა კი 2600-ია. ბუნებრივია, ამ ისტორიულ მატჩში სტადიონი სავსე იყო და ფინალური სასტვენის შემდეგ სცენებიც ვიხილეთ.
შეხვედრის პირველ ტაიმში გუნდის კაპიტანმა პოლ დოუსონმა დააწინაურა მაკლსფილდი, ხოლო მოგვიანებით აისეკ ბაკლიმ ეფექტური გოლით თავისი გუნდის უპირატესობა დამაჯერებელი გახადა. მატჩის მიწურულს, იერემი პინომ საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლით კრისტალ პალასის ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა საბოლოოდ მოქმედმა ჩემპიონებმა თამაშში დაბრუნება ვერ შეძლეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ საუკუნეში სულ მესამედ მოხდა ისე, რომ პრემიერლიგური გუნდი ეროვნული ასოციაციის დივიზიონში მოთამაშე გუნდმა დაამარცხა ინგლისის ასოციაციის თასზე. მაკლსფილდმა ლუთონ თაუნის შედეგი გაიმეორა, ოქროსფრებმა ნორვიჩ სიტი 2012-13 წლების სეზონში დაამარცხეს, ხოლო 2016-17 წლების სეზონში მსგავსი სენსაცია ლინკოლნმა მოახდინა, რომელმაც ტურნირს პრემიერლიგური ბარნლი გამოთიშა.