სარჩევი
მანჩესტერმა რუბენ ამორიმი პოსტიდან გაათავისუფლა | Setanta Sports

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.

The Athletic-ის ინფორმაციით, ეშმაკების ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება 5 იანვარს მიიღეს პორტუგალიელის ბოლო პრესკონფრენციის შემდეგ, სადაც რუბენი საჯაროდ აღნიშნავდა, რომ ის კლუბში არა მთავარ მწვრთნელად, არამედ მენეჯერად მივიდა.

ამორიმის ბოლო მატჩი მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის რანგში ლიდსის წინააღმდეგ შედგა, სადაც ეშმაკებმა ფრედ ითამაშეს (1:1).

გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით დარენ ფლეტჩერი დაინიშნება, რომელიც ამ დრომდე კლუბის 18-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა.

ლიდსთან მატჩს შემდეგ ამორიმის სენსაციურ განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში, რასაც საბოლოოდ კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ომარ ბერადას და დირექტორის – ჯეისონ ვილკოქსის მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მოჰყვა.

მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგაში 20 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა და ოთხეულში მყოფ ლივერპულს 3 ქულით ჩამორჩება.

მცირე ამონარიდი რუბენის ბოლო პრესკონფერენციიდან – “მე ამ კლუბში მოვედი როგორც მენეჯერი და არა როგორც მთავარი მწვრთნელი. კონტრაქტი კლუბთან კვლავ მაკავშრებს და არსად წასვლას ვაპირებ. ესაა ჩემი აზრი და ამის შეცვლას არ ვაპირებ. საქმეს მანამ გავაკეთებ, სანამ ვინმე მოვა და ჩამაცვლებს.”

ამორიმი მაჩესტერ იუნაიტედში 2024 წელს დაინიშნა და კლუბში 14 თვე გაატარა. იუნაიტედს პორტუგალიელის დანიშვნა სპორტინგიდან 11 მილიონი ევრო დაუჯდა – მაშინ რუბენმა დაკავებულ პოსტზე ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა.

მანჩესტერ იუნაიტედი შემდეგ მატჩს პრემიერ ლიგაში 8 იანვარს, თბილისის დროით 00:15 სთ-ზე ბარნლის წინააღმდეგ ჩაატარებს – როგორც პრესაში იწერება გუნდს სეზონის ბოლომდე დარენ ფლეტჩერი გაწვრთნის.