სარჩევი
არსენალი vs ასტონ ვილა - ვინ დაიწყებს 2026 წელს პირველ ადგილზე? | Setanta Sports

არსენალი vs ასტონ ვილა – პრემიერ ლიგის პირველი წრის ბოლო ტურში ერთმანეთს ცხრილის ლიდერები შეხვდებიან.

საჩემპიონო ბრძოლა პრემიერ ლიგაში ინტენსიური და სანახაობრივია – არსენალი, მანჩესტერ სიტი და ასტონ ვილა ამ დროისთვის ჩემპიონობის მთავარ კონტენდერებად ითვლებიან.

გასულ ტურში მანჩესტერ სიტიმ რაიან შერკის გამარჯვების მომტანი გოლით ნოტინგემი დაამარცხა, არსენალმა დავიდ რაიას ბოლო წუთზე განხორციელებული სეივით ბრაიტონს მოუგო, ხოლო ასტონ ვილამ სტემფორდ ბრიჯზე ოლი ვოტკინსის დუბლით დააქამბექა.

ვილამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი – ზედიზედ 11 მოგება გაიმეორა, აქამდე ბირმინგემელებმა იგივეს გაკეთება1914 წელს შეძლეს. არსენალის დამარცხებით ისინი არა მხოლოდ მეთოფეებს ჩამოიტოვებენ სატურნირო ცხრილში, არამედ ისტორიას გადაწერენ და ზემოხსენებულ შედეგსაც გააუმჯობესებენ.

სატიტულო ბრძოლაშია პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უფრო და უფრო დამაჯერებელი ხდება და ერლინგ ჰოლანდთან ერთად ახლა უკვე რაიან შერკიც ბრწყინვალე ფორმაში შედის.

არსენალის ფეხის დაცდენის შემთხვევაში, გვარდიოლას გუნდს აქვს შანსი, რომ სანდერლენდის დამარცხებით პრემიერ ლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულოს.

არსენალი vs ასტონ ვილა

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

ასტონ ვილას გულშემატკივრები წლის დასაწყისში უკეთეს დასასრულს ვერ ინატრებდნენ – უნაი ემერის გუნდი ტიტულის კონტენდერებს შორისაა და პირველი წრის ბოლო მატჩში გამრაჯვების შემთხვევაში საერთოდ პირველი ადგილის დაკავების შანსი აქვს.

მიკელ არტეტას არსენალი სეზონის დაწყებიდანვე ტიტულის მომგებ კანდიდატებს შორის იყო და ტრავმებით გამოწვეული დანაკლისი რომ არა, სავარაუდოა, რომ ახლა მეთოფეთა ლიდერობა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.

ბირმინგემელები მთელი დეკემბრის განმავლობაში გასაოცარ ფეხბურთს გვაჩვენებენ – ვილამ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 8 მატჩი მოიგო და არსენალთან ქულათა სხვაობა 3-მდე შეამცირა. ბოლოს უნაი ემერის გუნდმა პრემიერ ლიგაში ლივერპულის წინააღმდეგ წააგეს.

4 კვირის წინ ამ გუნდებს შორის მატჩი ვილა პარკზე გაიმართა, სადაც გამარჯვება ასტონ ვილას დარჩა (2:1) – არსენალმა სწორედ ამ მატჩით შეწყვიტა თავისი 18-მატჩიანი წაუგებელი სერია ყველა ტურნირზე.

ასტონ ვილასთან მარცხის შემდეგ, არსენალმა ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 მატჩი მოიგო, იყო შუალედში EFL თასი კრისტალ პალასის წინააღმდეგ, სადაც არტეტას გუნდს მოსაგებად თერთმეტმეტრიანების სერია დასჭირდა. ამ მოგებათა სერიის განმავლობაში იყო კითხვის ნიშნები იგივე ვულვზთან მატჩში, სადაც პრემიერ ლიგაში მოუგებელი ვულვერჰემპტონი დავიდ რაიას კარს მატჩის მიწურულს ბევრჯერ დაემუქრა, თუმცა შედეგი შედეგია და არსენალი კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ბრაიტონთან გამართულ შეხვედრაში არტეტამ რამდენიმე საინტერესო ცვლილება განახორციელა – დეკლან რაისი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვიხილეთ, ეს ყველაფერი კი ტიმბერის და კალაფიორის არ ყოფნის გამო მოხდა.

ასტონ ვილას არსენალის წინააღმდეგ ყვითელი ბარათების გამო ბუბაკარ კამარა და მეტი ქეში გამოაკლდება – ორივე ამ ფეხბურთელმა მე-5 ყვითელი ბარათი სტემფორდ ბრიჯზე გამართულ შეხვედრაში მიიღო.

სტუმრებს ასევე ტაირონ მინგსი და პაუ ტორესი გამოაკლდებათ ტრავმის გამო, ასე რომ, ბირმინგემელთა დაცვის ცენტრში, დიდი ალბათბით, კონსა-ლინდელოფის წყვილს ვიხილავთ.

არსენალი vs ასტონ ვილა – სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი – რაია, ტიმბერი, სალიბა, ინკაპიე, ლუის-სკელი, სუბიმენდი, რაისი, ოდეგორი, საკა, გიოკერეში, ეზე

ასტონ ვილა – მარტინეზი, ბოგარდე, კონსა, ლინდელოფი, მაატსენი, ონანა, ტილემანსი, მაკგინი, ბუენდია, როჯერსი, უოტკინსი