სარჩევი
მბაპემ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა | Setanta Sports

მბაპემ კრიშტიანუ რონადუს რეკორდი გაიმეორა – ლა ლიგის მე-18 ტურში მადრიდის რეალმა სევილიას უმასპინძლა და მეტოქე ბელინგემის და მბაპეს გოლებით დაამარცხა (2:0).

Setanta Sport-ის მაყურებელმა კილიან მბაპეს რეკორდი პირდაპირ ეთერში იხილა:

რეალი vs სევილია – სრული ჩანაწერი

რეალი vs სევილია – მიმოხილვა

უყურე ლა ლიგის მატჩებს setantasports.com-ის პლატფორმაზე:

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

სამეფო კლუბის ფრანგმა ფეხბურთელმა თავი მატჩის მიწურულს, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა და კალენდარულ წელში თავისი 59-ე გოლი გაიტანა, რითიც კრიშტიანუ რონალდუს მიერ ერთ წელში (2013) გატანილი გოლების რეკორდი გაიმეორა.

პორტუგალიელის პატივსაცემად, მბაპემ გატანილი გოლის შემდეგ რონალდუს იკონური აღნიშვნა შემოგვთავაზა და მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის შედეგის გამეორებით ბედნიერია:

“დღეს ჩემი კერპის რეკორდი გავიმეორე – კრიშტიანუ რონალდუ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. გოლის აღნიშვნაც სწორედ ჩემს მეგობარს და გმირს ეძღვნება”, – განაცხადა კილიან მბაპემ სევილიასთან მატჩის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთზე კილიან მბაპეს რონალდუს რეკორდის დამხობაც შეეძლო, სევილიას კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა შემდეგ VAR-მა გადაწყვეტილება შეცვალა.

ჩაბი ალონსოს გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხილში მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას ერთი ქულით ჩამორჩება. კატალონიელებს, თავისმხრივ, ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

მადრიდის რეალი საქმეში უკვე 2026 წელს, ბერნაბეუზე, ლა ლიგის მე-19 ტურში ბეტისის წინააღმდეგ დაბრუნდება.