სარჩევი
გიზი მამაგეიშვილი კარიერას გრაცის შტურმში გააგრძელებს | Setanta Sports

საქართველოს ეროვნული ნაკრების U21-ის და იბერია 1999-ის ნახევარმცველი, გიზი მამაგეიშვილი კარიერას ავსტრიულ გრაცის შტურმში გააგრძელებს.

გიზის თამაშების ხილვა Setanta Sport-ის მაყურებელს ევროპა ლიგის თამაშებში შეეძლება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 3.5 წლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

კონტრაქტის და შეთანხმების სხვა დეტალები ოფიციალურად ცნობილი ჯერჯერობით არაა.

გრაცის შტურმი ავსტრიის შიდა ჩემპიონატში მე-3 ადგილზე იმყოფება და 28 ქულა აქვს. ევროპა ლიგაზე შტურმი რთულ მდგომარეობაშია – ლიგის ფაზის ჩატარებულ 6 მატჩში ავსტრიელებმა მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს, 1-ხელ ფრედ ითამაშეს და 4-ჯერ დამარცხდნენ – ავსტრიელები 4 ქულით სატურნირო ცხრილში 29-ე ადგილზე იმყოფებიან.

22 წლის ფეხბურთელი გრაცის შტურმის შემადგენლობაში ოფიციალურად იანვრიდან დაიწყებს თამაშს.

ამ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

გიზი მამაგეიშვილი იბერია 1999-თან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა.