დვალიშვილი vs იანი 2 – UFC-ის ქართველი ჩემპიონი 2025 წელს ქამარს მე-4-ედ დაიცავს. UFC 323-ზე მეინ ივენთი სწორედ სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა იქნება.
მერაბმა რუსი მეტოქე 2023 11 მარტს ლას ვეგასში ერთხელ უკვე დაამარცხა და ახლა იმავეს გამეორებას ეცდება.



დვალიშვილი vs იანი 2 – პირდაპირი რეპორტაჟი
დვალიშვილი vs იანი 2 – ბრძოლის პირდაპირ ეთერთში ხილვა setantasports.com-ზე შეგეძლებათ.
UFC 323-ზე პრელიმები 05:00 საათიდან შეგეძლებათ ნახოთ, ხოლო მეინ ქარდი სტარტს 07:00-დან აიღებს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
რეგისტრაციის ან განახლების პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
დვალიშვილი vs იანი 2 – UFC 323
UFC წლის დასასრულს ლას-ვეგასში, T-Mobile Arena-ზე ბრუნდება, სადაც UFC 323 ძალიან ინტენსიურ და საინტერესო შოუს გვპირდება. საღამოს ეპიცენტრში მსუბუქი წონითი კატეგორიებია – ძირითადი ოთხივე ბრძოლა 61 კგ-სა და ნაკლებ წონებში იმართება.
მთავარი დაპირისპირება სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ მერაბ დვალიაშვილსა და ყოფილ ჩემპიონ პიოტრ იანს შორის რემატჩია. ეს არის ბრძოლა, სადაც დვალიაშვილი კვლავ აჩვენებს მისთვის დამახასიათებელ, უკომპრომისო ტემპს და დომინანტურ სტილს.
კო-მთავარ დაპირისპირებაში უმსუბუქეს წონაში ახალგაზრდა ტალანტი ჯოშუა ვანი შეეცდება ტიტულის მოგებას მოქმედ ჩემპიონ ალეშანდრ პანტოჟას წინააღმდეგ.
მთავარ ბარათზე ასევე მოხვდნენ პერსპექტიული მებრძოლები, რომლებიც ყოფილი ჩემპიონების წინააღმდეგ გამოდიან: ტაცურო ტაირა ტიტულის ორგზის ყოფილ მფლობელს ბრენდონ მორენოს ხვდება, ხოლო პეიტონ ტალბოტი ორი წონის ექსპროგრაფ ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება. საღამოს პროგრამას ასრულებს იან ბლახოვიჩის ბრძოლა ბოგდან გუსკოვის წინააღმდეგ, რომელშიც პოლონელი მეტოქის მძიმე დარტყმების შეჩერებას ეცდება.
მერაბ დვალიაშვილი – შეუჩერებელი წელი და ისტორიული მიზანი
მერაბ დვალიაშვილი UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ფიგურაა. მისი კარიერა 2017 წელს 15-წამიანი ნოკაუტით დაიწყო. მისი რეალური იდენტობა ყოველთვის ჭიდაობის ტემპზე და გამძლეობაზე იყო აგებული. პირველი წლები შედარებით რთული აღმოჩნდა – ფრენკი საინზთან მარცხი ტაქტიკის გამო და საკამათო ეპიზოდი რიკი საიმონთან თითქოს დროებით აფერხებდა მის წინსვლას.
ამის შემდეგ დვალიაშვილმა დაიწყო უწყვეტი სვლა და დღეს მოგებათა 14-ბრძოლიან სერიაზეა. გამარჯვება ტერიონ უერთან გახდა გარდატეხა, რომელსაც მოჰყვა სერია, რომელმაც ქართველი მებრძოლი სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან მებრძოლად აქცია.
2023 წელს პიოტრ იანთან მოპოვებული გამარჯვება გარდამტეხი აღმოჩნდა. იმ ბრძოლაში დვალიაშვილმა MMA-ის ისტორიაში მოულოდნელი ტემპი აკრიფა – 49 ხელში წაღების მცდელობა და 401 დარტყმა ერთ შეხვედრაში. ეს იყო სტილის დემონსტრაცია, რომელსაც ამ დივიზიაში ანალოგი არ მოეძებნება.
2024 წელი რაოდენობრივად შედარებით მოკრძალებული იყო, თუმცა ქართველმა მანქანამ ამ წელსაც მოიგო სუპერმსუბუქი წონა შონ ო’მალის წინააღმდეგ. ჰენრი სეჰუდოსთან პირველი რაუნდი რთული გამოდგა, ხოლო ო’მალის დარტყმების საფრთხემ ბრძოლა უფრო დახვეწილ ტაქტიკაზე გადაიყვანა.
ამის შემდეგ დაიწყო 2025 წელი, რომელმაც დვალიაშვილს „წლის მებრძოლის“ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტის სტატუსი მოუტანა.
მან ზედიზედ დაამარცხა უმარ ნურმაგომედოვი, შონ ო’მალი რემატჩში და ბოლოს კორი სენდჰეგენი.
ნურმაგომედოვთან ბრძოლამ გამოაჩინა, რომ დვალიაშვილს შეუძლია ძლიერი გეგმის მქონე მეტოქის წინააღმდეგაც კი ტემპითა და გამძლეობით გამარჯვება. ო’მალისთან მეორე ბრძოლაში კი მერაბის დარტყმების ტექნიკა უკვე მკაფიოდ გაუმჯობესებული იყო.
სენდჰეგენთან გამარჯვებიდან მხოლოდ ორი თვე გავიდა და დვალიაშვილი უკვე მზადაა კარიერის ისტორიული წელი ღრუსთან რემატჩით დაასრულოს – ტიტულის მეოთხედ დაცვით, რაც UFC-ის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.



პიოტრ იანი – დაბრუნება, გამოცდილება და გადამწყვეტი გამოცდა
თუ რამდენიმე წლის წინ სუპერმსუბუქი წონის მომავალზე უნდა გვეთქვა, უმეტესობა პიოტრ იანზე მიუთითებდა. ჟოზე ალდოს წინააღმდეგ მოგებულმა ბრძოლამ იგი კიდევ უფრო დომინანტ მებრძოლად აქცია.
თუმცა მისი გზა მოულოდნელად შეიცვალა. ალჯამეინ სტერლინგთან მატჩში იანის არასწორმა მუხლმა ისტორიაში პირველი ტიტულის დისკვალიფიკაციით დაკარგვა გამოიწვია. რევანშში სტერლინგმა ჭიდაობის კონტროლით ისევ მოახერხა გამარჯვება და ღრუსი მებრძოლი სირთულეების პერიოდში შეიყვანა.
შონ ო’მალის დარტყმების სიზუსტემ კიდევ ერთი მარცხი მოუტანა, ხოლო მერაბის შეუჩერებელმა წნეხმა სრულად დაანგრია იანის ტაქტიკური გეგმა.
ტაიმაუტის შემდეგ იანი დაბრუნდა და ძველი ფორმის აღდგენა მოახერხა – გამარჯვებათა სერია, რომელსაც თან ახლდა უფრო მკაფიო დომინაცია და თავდაჯერებულობა. თუმცა დღევანდელი რეალობა მაინც სვამს კითხვას: შეძლებს თუ არა იანი დვალიაშვილის სტილთან გამკლავებას ბრძოლაში, სადაც ტემპი და გამძლეობა მერაბის მთავარ იარაღად რჩება.
თეორიული შანსი არსებობს: დვალიაშვილის უფრო თამამმა დარტყმებმა შესაძლოა იანს დასაწყისში გარკვეული სივრცე მისცეს, მაგრამ არსებული ინფორმაცია სხვა რამეს ცხადჰყოფს — მერაბი ახლა კარიერის პიკშია და მის ტექნიკაში კვლავ შეინიშნება პროგრესი.
ამიტომაც ეს რემატჩი ერთდროულად საინტერესო და გადამწყვეტია — იანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ეპოქა ჯერ დასრულებული არ არის, ხოლო დვალიაშვილი ცდილობს, ისტორიაში კიდევ უფრო სახელოვნად შევიდეს.
UFC 323 წლის ბოლო დიდი სანახაობაა და მთავარი ბრძოლა ერთდროულად ტიტულისთვის, სტატუსისთვის და ისტორიაში შესასვლელად იმართება.
მერაბ დვალიაშვილს აქვს შანსი, გახდეს UFC-ის პირველი ჩემპიონი, რომელმაც სუპერმსუბუქი წონა ერთ კალენდარულ წელს ოთხჯერ დაიცვა.
პიოტრ იანი კი ცდილობს კარიერის დრამატული დაბრუნებით დაამტკიცოს, რომ კვლავ შეუძლია უმაღლეს დონეზე ბრძოლა, თუმცა ღრუსის შანსები მინიმალურია.



დვალიშვილი vs იანი 1 – სრული ბრძოლა
UFC 323 – ყველა ბრძოლა
UFC 323-ის პირდაპირ ეთერში ხილვა setantasports.com-ზე შეგეძლებათ. ფასდაკლებისთვის შეგიძლიათ პრომო კოდები NEWS25 და YEAR25 გამოიყენოთ.
მთავარი ბარათი
| წონა | დაპირისპირება |
|---|---|
| სუპერმსუბუქი წონა | მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი |
| უმსუბუქესი წონა | ალეშანდრ პანტოჟა vs ჯოშუა ვანი |
| უმსუბუქესი წონა | ბრენდონ მორენო vs ტაცურო ტაირა |
| სუპერმსუბუქი წონა | ჰენრი სეჰუდო vs პეიტონ ტალბოტი |
| ქვემძიმე წონა | იან ბლაჰოვიჩი vs ბოგდან გუსკოვი |
წინასწარი ბრძოლები
| წონა | დაპირისპირება |
|---|---|
| მსუბუქი წონა | გრანტ დოუსონი vs მანუელ ტორესი |
| მსუბუქი წონა | ტერენს მაკკინი vs კრის დუნკანი |
| ქალთა უმსუბუქესი წონა | მეისი ბარბერი vs კარინე სილვა |
| მსუბუქი წონა | ნაზიმ სადიხოვი vs ფარეს ზიამი |
| საშუალო წონა | მარვინ ვეტორი vs ბრუნო ფერეირა |
| მსუბუქი წონა | ედსონ ბარბოზა vs ჯეილინ თერნერი |
| მძიმე წონა | ივო ბარანიევსკი vs იბო ასლანი |
| საშუალო წონა | მანსურ აბდულ-მალიკი vs ანტონიო ტროკოლი |
| უმსუბუქესი წონა | მუჰამედ ნაიმოვი vs მეირონ სანტოს ალვესი |