სარჩევი
ბულგარეთი vs საქართველო - რატომ გვჭირდება მოგება | Setanta Sports

ბულგარეთი vs საქართველო – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩვენთვის სოფიაში სრულდება. საქართველოს 3 ქულა აქვს, ბულგარეთს კი – 0. შესაბამისად, ჯგუფის პრიზმაში, მატჩი მხოლოდ პრესტიჟულ ხასიათს ატარებს.

მაგრამ ეს მხოლოდ საკვალიფიკაციოს ჯგუფის ჭრილში, და არა – გრძელვადიან პერსპექტივაში. შეხვედრას ორივე ნაკრებისთვის პრაგმატული მნიშვნელობაც აქვს და ამაზე ქვემოთ გიამბობთ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

საქართველო FIFA-ს რეიტინგში

პრესტიჟსა და სიმბოლიზმს თავი რომ დავანებოთ, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება FIFA Coca-Cola-ს რეიტინგში კოეფიციენტისთვის სჭირდება.

დღევანდელ მატჩს ბულგარეთი 91-ე ადგილზე ხვდება, საქართველო კი 70-ეზე. საქართველოს 1365.92 ქულა აქვს, ბულგარეთს კი – 1263.07.

რეიტინგში თითოეული შეხვედრა მნიშნველოვანია, თუმცა ოფიციალურ მატჩებს უფრო მაღალი კოეფიციენტი ენიჭება, ვიდრე – ამხანაგურს. რანჟირება მათ შორის, ოფიციალურ შეხვედრებს შორისაც ხდება.

პოტენციურად მაღალი შეწონვის შეხვედრას საქართველო მომდევნო წლის სექტემბრამდე ვეღარ ითამაშებს, მაშინ, როდესაც კონკურენტების ნაწილს მარტსა და ივნისში ამხანაგურის ნაცვლად ოფიციალური შეხვედრები ელის.

ბულგარეთთან გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდს 9.43 ქულა დაემატება, ხოლო ბულგარეთისთვის საშინაო სამი ქულა 15.58 ერთეული იქნება, რაც ავტომატურად საქართველოს მოაკლდება.

ამ დროისთვის საქართველო ევროპაში 30-ე ნაკრებია. ფეხდაფეხ ჯვაროსნებს ფინეთი, ისლანდია და ბოსნია ჰერცეგოვინა მოსდევენ. ჩვენ წინ კი ყველაზე ახლოს ჩრდ. ირლანდია და ჩრდ. მაკედონია არიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი რეიტინგი

რეიტინგში წინსვლა საქართველოს ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთა ლიგაზე, უკვე ცხადია, რომ ჯვაროსნები B ლიგის მე-3 კალათში იქნებიან, თუმცა ამ შემთხვევაში, საინტერესოა ევრო 2028-ის ტრადიციული კვალიფიკაცია.

ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ბელფასტში, 2026 წლის 6 დეკემბერს გაიმართება.

კვალიფიკაციაში 12 ჯგუფი შედგება, საიდანაც, ნაწილი 5-გუნდიანი, ნაწილი კი 4-იანი იქნება.

ამ დროის მონაცემებით, საქართველო 30-ე ადგილზე ყოფნის გამო მე-3 კალათში მოხვდება. მიზანი კი 24 საუკეთესოში მოხვედრა უნდა იყოს, რათა ვილი სანიოლის გუნდის განთესვა მე-2 კალათში მოხდეს.

6 ევროპული ადგილით წინსვლისთვის საქართველოს ნაკრებს ზუსტად 1 წელი აქვს. ამჟამად ევროპის მასშტაბით 24-ე ადგილს საბერძნეთი იკავებს 1472.99 ქულით.

ცხადია, ამ რეიტინგში ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ცვლილებები იქნება, თუმცა მოცემულობა იდენტური დარჩება – ეროვნულმა გუნდმა 1 წელიწადში UEFA-ს კონფედერაციის გუნდებს შორის 6 ადგილით წინ უნდა წაიწიოს.

ამისთვის კი საქართველოს ნაკრებს 11 მატჩი ექნება. აქედან 4 ამხანაგური და 7 ოფიციალური. მათგან პირველი კი ბულგარეთია. სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ დღევანდელ შეხვედრას, რომელიც აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიაში გადის.

25-იანი შეწონვის მატჩი მომდევნო 1 წლის განმავლობაში აღარ გვექნება. ამხანაგურებს 5-იანი კოეფიციენტი ექნება, ერთა ლიგის მატჩებს კი – 15-იანი. ქულების დათვლის წესი დეტალურად ქვემოთ იხილეთ.

ამიტომაც, შესაბამის შემართებას ველით მინდორზე ფეხბურთელებისგან, და ტრიბუნაზე იმ გულშემატკივრებისგან, რომლებიც დღეს ბულგარეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრებს გაამხნევებენ.

როგორ ითვლება FIFA-ს რეიტინგში კოეფიციენტი

თითო მატჩის შემდეგ გუნდის ჯამური ქულათა მარაგი ახლდება შემდეგი ფორმულით:

P=Pbefore​+I×(W−We​)

Pbefore

ნაკრების ქულები მატჩამდე.

I — მატჩის მნიშვნელობა

FIFA სხვადასხვა ტიპის თამაშს სხვადასხვა წონას ანიჭებს:

მატჩის ტიპიმნიშვნელობა (I)
ამხანაგური მატჩი5
ერთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი)15
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი25
კონტინენტის შესარჩევი25
ერთა ლიგის ფინალური ეტაპი25
კონტინენტის ტურნირის მატჩი (EURO, Copa America, AFCON და სხვა)35
კონფედერაციის თასი40
მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი50

W — მატჩის ფაქტობრივი შედეგი

  • მოგება = 1
  • ფრე = 0.5
  • წაგება = 0
  • პენალტებში მოგება = 0.75
  • პენალტებში წაგება = 0.5

We — მოსალოდნელი შედეგი

მოსალოდნელი შედეგი განისაზღვრება ორი გუნდის რეიტინგული ქულების სხვაობით.

ფორმულა:

We = 1 / (10 – dr/600 + 1)

სადაც dr არის ორი ნაკრების ქულათა სხვაობა.

რაც უფრო დიდია განსხვავება, მით უფრო მაღალია ძლიერი გუნდის მოსალოდნელი შედეგი და დაბალი — სუსტის.

მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის ქულის ცვლილება ასე ხდება:

  • მოგება:

I×(1−We)

  • ფრე:

I×(0.5−We)

  • წაგება:

I×(0−We)

ამრიგად, ძლიერი გუნდი უფრო მეტ ქულას კარგავს მარცხის შემთხვევაში და ნაკლებს იგებს გამარჯვებისას, ხოლო სუსტი გუნდი პირიქით — მოგებით ბევრ ქულას მოიგებს და წაგებით ცოტას დაკარგავს.