კვარაცხელიას პირველი გოლი ლიგა 1-ში – პსჟ-მ ბოლო წუთზე მოიგო – საქართველოს ნაკრების და პსჟ-ს ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიონთან გამართულ მატჩში, მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა ლიგა 1-ში და პარიზულ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
6 პენალტი 2 წელში – მამარდაშვილი ტოპ 5-ში საუკეთესოა
სიტიმ ლივერპულის სატიტულო ოცნებები დაასრულა?
ლიონში გამართული მატჩი დრამატული, უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოვიდა. პარიზელები პირველ ტაიმში ზაირ-ემერის ლამაზი გოლით დაწინაურდნენ და ლიონმა ანგარიში 4 წუთში გაათანაბრა.
მორეირას გოლს მალევე ლიონის დაცვაში დაშვებული შეცდომით ვიტინიამ ისარგებლა, რომლის გადაცემაც გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია და პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის სტარტზე მეტლენდ-ნაილსმა ანგარიში გაათანაბრა, რომლის შემდეგაც პსჟ ფლობდა ბურთს, თუმცა მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა.
ლუის ენრიკეს გუნდს ლიდერების დანაკლისი დაეტყო და სწორედ ეს განაპირობებდა დაცვაში აშვებულ შეცდომებს და შეტევაში უფანტაზიო ქმედებებს.
მიუხედავად ამისა, პსჟ-მ ბოლო წუთზე იპოვა გამარჯვების გოლი – ჟოაო ნევეშმა კან-ინ ლის გადაცემით გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა.
პსჟ-მ ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილის სათავეში დაიბრუნა ადგილი. ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდი საქმეში 23 ნოემბერს, ლე ავრთან მატჩში დაბრუნდება.
ლიონი vs პსჟ – მიმოხილვა
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.