მამარდაშვილი ტოპ 5-ში საუკეთესოა – ლივერპულის და საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარაშვილმა პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ერლინგ ჰოლანდს პენალტი აუღო.
ქართველ მეკარეს 2023/24 წლების სეზონის შემდეგ 6 თერთმეტმეტრიანი აქვს მოგერიებული, რაც ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
მამარდაშვილმა 2023/24 წლების სეზონში კიკე გარსიას, ალექს ბაენას და ანტე ბუდიმირს აუღო თერთმეტრიანი. ხოლო 2024/25 წლების სეზონში ქართველმა იაგო ასპასის და ვინისიუს ჯუნიორის პენალტები მოიგერია. ერლინგ ჰოლანდის პენალტი მე-6 იყო ბოლო 2 წელში, რომელიც ქართველმა მეკარემ მოიგერია.
აღსანიშნავია, რომ სანაკრებო პაუზაზე ქართველმა ესპანეთის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში, ფერან ტორესის დარტყმული პენალტიც აიღო.
მიუხედავად პენალტის მოგერიებისა, ლივერპულმა მანჩესტერ სიტისთან გამართული მატჩი სოლიდური ანგარიშით წააგო – 0:3, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაშვებულ გოლებში მამარდაშვილის დადანაშაულებას ვერ შევძლებთ.
სიტიმ ლივერპულის სატიტულო ოცნებები დაასრულა?
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.