სარჩევი
კურტუაზე და რეალთან მოგებაზე - მამარდაშვილის კომენტარი | Setanta Sports

ლივერპულის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში მადრიდის რეალთან კარი მშრალად შეინახა და წითლებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ქართველმა მატჩის დასრულების შემდეგ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე მეტოქე გუნდის მეკარე, ტიბო კურტუა შეაქო.

“რთული და დაძაბული მატჩი გამოდგა, თუმცა კარგად ვითამაშეთ და ახლა მოგებით ტკბობის დროა”, მამარდამ ასევე თავის სეივებზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ ცოტა საქმე ჰქონდა თამაშში – “პირველ ტაიმში კარგი სეივი მქონდა, გარდა ამისა, ბევრი საქმე არ მქონია და გამარჯვებით ყველა ბედნიერები ვართ”

ქართველმა მეკარემ მადრიდის რეალის კარის დარაჯი, ტიბო კურტუა შეაქო, რომელსაც ლივერპულთან, წაგების მიუხედავად, ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და მატჩი 8 სეივით დაასრლა:

“კურტუა დიდებული მეკარეა, ნამდვილი შეშლილია, მას რამდენიმე უმაღლესი დონის სეივი ჰქონდა და მის გამო მოხარული ვარ”

კითხვაზე, თუ რა ვითარებაა გუნდში წარუმატებელი სერიის შემდეგ მამარდაშვილმა შედეგნაირად უპასუხა:

“ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდი, თუმცა დაბრუნებისთვის ბევრი მუშაობა და ბრძოლაა საჭირო – დღევანდელის მსგავსად უნდა გავაგრძელოთ”

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მე-9 ქულა მოიპოვა და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში საუკეთესო რვა გუნდს შორისაა.

შემდეგ მატჩს სლოტის გუნდი პრემიერ ლიგაშ, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ჩაატარებს, სადაც გიორგი მამარდაშვილს კვლავ ვიხილავთ.

უყურე მამარდას თამაშს სიტის წინააღმდეგ setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.