სარჩევი
ოფიციალურად - გიგა ჭიკაძე წლის ბოლო ივენთზე იჩხუბებს | Setanta Sports

ოფიციალურად – გიგა ჭიკაძე წლის ბოლო ივენთზე იჩხუბებს – ქართველი ‘ნინძა’ 14 დეკემბერს, UFC Vegas 112-ის ივენთზე კევინ ვალეხოსს დაუპირისპირდება.

ინფორმაცია ოფიციალურად ქართველმა მებრძოლმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, მოგვიანებით ეს ბრძოლა ივენთის ოფიციალურ გვერდზეც გამოჩნდება, რომლის ჰედლაინერიც სუპერმსუბუქი წონის მებრძოლები – ბრენდნ როივალი და მანუელ კაპე იქნებიან.

UFC Vegas 112: ბრენდონ როივალი vs მანუელ კაპე – 14 დეკემბერს გაიმართება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგეძლებათ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

გიგა ჭიკაძეს UFC -ში სულ 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 5 მოგებული. ქართველი ნინძა ერთ-ერთი პიონერია ქართული დროშით MMA-ის უმაღლეს ორგანიზაციაში, გვახსოვს მისი ინტერვიუც ოქტაგონიდან, როცა გიგამ UFC-ის ივენთის თბილისში ჩამოტანა მოითხოვა. ქართული MMA-ის ლეგენდა საქმეში 14 დეკემბერს დაბრუნდება.

შეგახსენებთ, გიგამ ფორესტ გრიფინის ჯილდოს მიღებით UFC-ის Hall Of Fame-ის დაჯილდოვებაზე სპეციალური ადგილი დაიმსახურა. ქართველმა აღნიშნული ჯილდო საქველმოქმედო ფონდის – knockoutcancer-ის ჩამოყალიბებით მიიღო, რითიც ის 2014 წლიდან საკუთარ დასთან ერთად მსოფლიოს გარშემო სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად ეხმარება.

37 წლის ქართველს სადებიუტო ბრძოლა 2020 წელს ჰქონდა და შემდეგ გიგამ ზედიზედ 7 ბრძოლა მოიგო, რა დროსაც ლეგენდარული ედსონ ბარბოსა, კაბ სვანსონი და სხვა უმაღლესი დონის მებრძოლები დაამარცხა. გიგამ მოგებათა სერია კელვინ კატართან გამართულ ტიტულზე გამსვლელ ორთაბრძოლაში მსაჯთა გადაწყვეტილებით შეწყვიტა, რა დროსაც ბევრი ტრავმა მიიღო და დიდი ხნით უქმობა მოუწია.

ქართველი ვალიეხოსსთან შეხვედრას 2-ბრძოლიანი წაგებათა სერიით ხვდება, გიგა ბოლო ორ ბრძოლაში ჯერ არნოლდ ალენთან, ხოლო შემდეგ დავიდ ონამასთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ქართველის მეტოქე 23 წლის არგენტინელი, კევინ ვალიეხოსი იქნება, რომელიც რეზიუმედან გამომდინარე დიდი პოტენციალის მქონე მებრძოლად ითვლება.

ვინ არის კევინ ვალეხოსი

ვალიეხოსს MMA-ის კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, ისიც ამჟამად UFC-ის მებრძოლ ჟან სილვასთან, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დიეგო ლოპესის წინააღმდეგ UFC Noche-ზე მთავარი ბრძოლა გამართა და დამარცხდა.

არგენტინელი UFC-ში დანა უაითის კონტენდერების სერიიდან მოხვდა, სადაც დაუმარცხებელი კემ ტიგი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და UFC-ის კონტრაქტი დაიმსახურა.

UFC-ში კევინ ვალიეხოსმა 2025 წელს ორი ბრძოლა ჩაატარა და ორივე მოიგო. მარტში სონგ ვუ-ჩოი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო აგვისტოში დანი სილვას წინააღმდეგ იბრძოლა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

გიგას მსგავსად, ვალიეხოსიც სტრაიკერია, მისი ბაზა კრივია, ასე რომ, დიდი ალბათობით დგომში ვიხილავთ ბრძოლას. გიგა ჭიკაძე ელიტარული სტრაიკერია და სავარაუდოდ ამ ბრძოლაში UFC-ის მაჩმეიქერებს ახალგაზრდა სტრაიკერის დატესტვა სწორედ ვეტერან ლეგენდასთან სურთ.

ქართველს არგენტინელ მეტოქესთან სიმაღლეში 15-სანტიმეტრიანი უპირატესობა აქვს, რის გამოყენებასაც ქართველი აუცილებლად ეცდება.

აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით უახლესი ამბების ხილვა როგორც ჩვენს ბლოგზე, ისევე Fight Night Georgia-ს გვერდებსა და Setanta Sports UFC-ის იუთუბ არხზე შეგიძლიათ.