ჰოლანდი შეუჩერებელია – ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მანჩესტერ სიტისა და ბორნმუთს შორის გამართულ პრემიერლიგურ მატჩში (3:1) დუბლი გაიფორმა.
ერლინგს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი დაუგროვდა 10 თამაშში და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია (მეორე ადგილოსან იგორ ტიაგოს 6 გოლი აქვს).
საინტერესოა, რომ ჰოლანდი მხოლოდ მესამე ფეხბურთელი გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ოთხ ან მეტ საშინაო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა (აქამდე ეს რობი ფაულერმა (4-ჯერ) 1995/96 და ლუის სუარესმა (5-ჯერ) 2012/13 გააკეთეს).
გარდა ამისა, ჰოლანდი უკვე თავისივე რეკორდებს ებრძვის – პრემიერ ლიგის სასტარტო 10 ტურის შემდეგ 13 გოლით ნორვეგიელმა ლეს ფერდინანდის რეკორდი გაიმეორა (1995/96), თუმცა 2022/23 წლების საწყის 10 ტურში 15 გატანილის ავტორი და რეკორდის მფლობელი თავად ერლინგ ჰოლანდია.
“ოპონენტს მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა პრემიერ ლიგაში, ისინი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეები არიან დღეს, ეს არ არის მხოლოდ პეპის სიტყვები, ამას ყველა სხვა მენეჯერიც გეტყვით”
“ვფიქრობ, ჰოლანდს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. კავშირი ფილთან, ჯერემისთან და რაიანთან სისწრაფეებში გამოიკვეთა. ხაზების გაჭრის შემდეგ ფაქტობრივად შეუჩერებელები ვიყავით. რაიანმა დღეს დაამტკიცა, რომ დაუჯერებელი ნიჭის მქონე ფეხბურთელია” – ციტირებს გვარდიოლას პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.


პირველი გოლი ნორვეგიელმა ფორვარდმა ბორნმუთის კარში მე-17 წუთზე, რაიან შერკის ჭკვიანური თავურის შემდეგ გაიტანა, რა დროსაც ბრწყინვალე დრიბლინგი და საშემსრულებლო ოსტატობა გვაჩვენა.
მალევე, ჯანლუიჯი დონარუმას შეცდომით ბორნმუთმა გვარდიოლას გუნდს ტაილერ ადამსის გოლით უპასუხა, რომლისთვისაც კარიერაში პირველი პრემიერლიგური გოლი იყო.
პირველი ტაიმის მიწურულს ჰოლანდმა შერკის გამჭოლი გადაცემით ისარგებლა და მორიგი მომენტი ცივსისხლიანად შეასრულა, რითაც ქალაქელები კვლავ წინ გაიყვანა.
მატჩის მეორე ტაიმში სიტის უპირატესობა დამაჯერებელი ნიკო ო’რაილის გოლის შემდეგ გახდა, რითაც სიტიმ სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილამდე დაწინაურდა. 10 ტურის შემეგ გვარდიოლას გუნდი ლიდერ არსენალს 6 ქულით ჩამორჩება.
მანჩესტერ სიტი vs ბორნმუთი – მიმოხილვა
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.