მამარდაშვილის 3 სეივი და მშრალი კარი – ლივერპულმა პრემიერ ლიგაში 4-მატჩიანი წაგებათა სერია ენფილდზე ასტონ ვილას წინააღმდეგ დაასრულა (0:2).
ლივერპული vs ასტონ ვილა – სრული ჩანაწერი
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
მამარდაშვილი vs ასტონ ვილა
ვილამ თამაში მძლავრა დაიწყო – მორგან როჯერსმა ჯერ ძელს გაარტყა ბურთი, შემდეგ კი მეტი ქეშის დარტყმული გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია და ლივერპული გაშვებულ გოლს გადაარჩინა.
ქართველი მეკარე ლივერპულის კარის ბოლო ზღუდეზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა – მამარდაშვილმა 3 სეივი განახორციელა და პრემიერ ლიგაში კარი მშრალად პირველად შეინახა.


სალაჰის 250-ე გოლი ლივერპულში
პირველ ტაიმში უგო ეკიტიკემ გახსნა ანგარიში, თუმცა ვიდეორეფერიმ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა, მალევე მოჰამედ სალაჰმა ემილიანო მარტინესის შეცდომა გამოიყენა და ლივერპულის მაისურით კარიერაში თავისი 250-ე გოლი გაიტანა.
ლივერპული, რომელსაც ბოლო 7 მატჩში 6 წაგება ჰქონდა, მაქსიმალურად კომპაქტურად თამაშობდა, გუნდი მაქსიმალურა ცდილობდა შიდა ჩემპიონატში ზედიზედ 5 მარცხისგან თავი აერიდებინა. ბოლოს წითლებმა ლიგაში ზედიზედ 5 მატჩი 1953 წელს წააგეს.
არნე სლოტის გუნდის უპირატესობა დამაჯერებელი რაიან გრავენბერხის გოლით გახდა 58-ე წუთზე, რა დროსაც ჰოლანდიელმა ასტონ ვილას კარი შორეული დარტყმით აიღო.
2024-25 წლების სეზონის ჩემპიონები მეორეადგილოსან ბორნმუთს ქულებით გაუთანაბრდნენ, ხოლო ლიდერ არსენალს 7 ქულით ჩამორჩებიან.
ლივერპული შემდეგ მატჩს 3 ნოემბერს, 23:59-ზე – ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ენფილდზე ჩაატარებს, ხოლო პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში სლოტის გუნდი მანჩესტერ სიტის, 9 ნოემბერს შეხვდება.