სარჩევი
FIFPRO World XI - ფინალისტების ვინაობა ცნობილია | Setanta Sports

FIFPRO World 11 – არის ერთადერთი გლობალური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც თავიდან ბოლომდე ექსკლუზიურად ფეხბურთელების მიერ წყდება.

2025 წლის FIFPRO World 11-ის დასახელებამდე ცნობილი გახდა ფინალისტი ფეხბურთელების ვინაობა.

მსოფლიოს გარშემო გამოკითხვაში 26 ათასმა პროფესიონალმა ფეხბურთელმა 68 ქვეყნიდან მიიღო მონაწილეობა.

ამ ეტაპზე ცნობილია ფინალისტი 26 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც კოლეგების აზრით 2024 წლის 15 ივლისიდან 2025 წლის აგვისტომდე საუკეთესოები იყვნენ მსოფლიოში.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ფეხბურთელებს ამ პერიოდში მინიმუმ 30 მატჩი უნდა ჰქონოდათ ჩატარებული.

2025 FIFPRO World 11-ის ფინალისტები:

მეკარეები

ალისონ ბეკერი (ლივერპული)

ტიბო კურტუა (რეალი)

ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ / მანჩესტერ სიტი)

მცველები

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული / რეალი)

პაუ კუბარსი (ბარსელონა)

აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)

მარკინოსი (პსჟ)

ნუნო მენდეში (პსჟ)

ვილიამ სალიბა (არსენალი)

ნახევარმცველები:

ჯუდ ბელინგემი (რეალი)

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი / ნაპოლი)

ლუკა მოდრიჩი (რეალი / მილანი)

ჟოაო ნევეში (პსჟ)

კოულ პალმერი (ჩელსი)

პედრი (ბარსელონა)

ვალვერდე (რეალი)

ვიტინია (პსჟ)

თავდამსხმელები

უსმან დემბელე (პსჟ)

ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)

კილიან მბაპე (რეალი)

ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)

რაფინია (ბარსელონა)

კრიშტიანუ რონალდუ (ალ ნასრი)

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

ლამინ იამალი (ბარსელონა)

FIFPRO World XI - ფინალისტების ვინაობა ცნობილია | Setanta Sports

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.