სარჩევი
მამუკელაშვილი vs დალასი - 16 ქულა ქართველისგან | Setanta Sports

მამუკელაშვილი vs დალასი – საქართველოს ნაკრების და ტორონტო რეპტორსის ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა დალას მავრიქსის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა.

ქართველმა პარკეტზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. თამაშიდან მამუკელაშვილი 75%-ით უტევდა (6/8), ხოლო საჯარიმო სროლა არ გაუფუჭებია (3/3).

ტორონტოში გამართული მატჩი სანახაობრივი გამოვიდა. დალასი უპირატესობას მატჩის დასაწყისიანვე ფლობდა და გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე მეოთხედში გაქცევა, რომლის შემდეგაც ტორონტომ თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხა (129-139).

რაპტორსის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა სკოტი ბარნსმა ჩააგდო – 33. კანადელი კალათბურთელი პარკეტზე 34 წუთის განმავლობაში თამაშობ და თავის მონაგარს 11 მოხსნაც მიამატა.

დალასიდან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა დრაფტის პირველმა ნომერმა, კუპერ ფლეგმა. ახალგაზრდა ამერიკელს 22 ქულა ჰქონდა და მამუს წინააღმდეგ ერთი ხელით ბრწყინვალე ჩატენვაც შემოგვთავაზა, რაც დილიდან NBA-ის ფან გვერდებზე ტრიალებს.

ტექსასელთა ვარსკვლავი, ენტონი დეივისი ჩვეული ორმაგი დუბლით გამოირჩა – 25 ქულა და 10 მოხსნა. დალასმა ბოლო 5 საშინაო მატჩდან 3 მოიგო და შემდეგ მატჩს მოქმედ ჩემპიონ – ოკლაჰომა სიტი თანდერთან გამართავენ.

ტორონტომ სეზონი ატლანტასთან მოგებით დაიწყო და შემდეგ მილუოკისთან და დალასთან წააგო. მამუკელაშვილის გუნდის შემდეგი მეტოქე ქართველის ყოფილი გუნდი – სან ანტონიო სპურსი იქნება. მატჩი 28 ოქტომბერს, 04:00 სთ-ზე დაიწყება.

უყურე NBA-ის გამორჩეულ მატჩებს Setanta Sport-ის არხებზე და setantasports.com-ზე.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.