სარჩევი
კვარაცხელიას გოლი და ასისტი - პსჟ-მ ლევერკუზენი გაანადგურა | Setanta Sports

კვარაცხელიას გოლი და ასისტი – ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა პსჟ-მ ლიგის ფაზის მესამე ტურში ბაი არენაზე გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო (2:7).

ლუის ენრიკეს გუნდმა ჩვეული სწრაფი და დინამიური ფეხბურთი შემოგვთავაზა, ბაი არენაზე დადგმული შოუს მთავარ გმირებს შორის ქართველი ხვიჩა კვარაცხელია გოლით და შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

ლევერკუზენისთვისთვის გარდამტეხი გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ მიღებული წითელი ბარათი აღმოჩნდა. გერმანელები 30-ე წუთის შემდეგ, როცა ანდრიხი იდაყვით უხეშობისთვის გააძევეს, 10 კაცით თამაშობდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 2 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ქართველმა ლიგის ფაზის პირველ ტურში ატალანტას გაუტანა, ხოლო მეორე ტურში პარიზელებს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს დაუბრუნდა 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული უსმან დემბელე, რომელმაც დაბრუნება გოლით აღნიშნა.

საქართველოს ნაკრების მეორე წევრმა, გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალის მაისურით მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ 66 წუთი ითამაშა. ყვითლები გვარდიოლას გუნდთან მომენტებს საერთოდ ვერ ქმნიდნენ და უშანსოდ დამარცხდნენ (0:2).

პარი სენ-ჟერმენი ლიგის ფაზას უდანაკარგოდ, 9 ქულით ლიდერობს. ლუის ენრიკეს გუნდს ყველაზე მეტი – 13 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში.

ლევერკუზენი vs პსჟ – მიმოხილვა

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.