უყურე NBA-ის ახალ სეზონს setantasports.com-ზე – 22 ოქტომბერს, გამთენიისას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ჩემპიონატი – NBA აიღებს სტარტს.
NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, ოკლაჰომა თანდერი საკუთარ პარკეტზე ჰიუსტონ როკეტსთან მატჩით გახსნის სეზონს. დღის მეორე მატჩში კი ერთმანეთს ლოს-ანჯელეს ლეიკერსი და გოლდენ სტეიტ უორიორსი შეხვდებიან.
22 ოქტომბრის განრიგი
ოკლაჰომა თანდერი – ჰიუსტონ როკეტსი, 22 ოქტომბერი, 03:30 – Setanta Sport 1, setantasports.com
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი – გოლდენ სტეიტ უორიორსი 22 ოქტომბერი, 06:00 – Setanta Sport 2, setantasports.com
ქართველები NBA-ში
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ამ მომენტისთვის ორი ქართველი – სანდრო მამუკელაშვილი (ტორონტო რაპტორსი) და გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი) თამაშობენ.
ორივე ქართველს ახალ, 2025-26 წლების სეზონში წინა სეზონთან შედარებით გაზრდილი სათამაშო დრო ექნებათ. სანდრო ტორონტოს ზაფხულში შეუერთდა და ახალგაზრდული გუნდის წევრია, სადაც პარკეტზე გაზრდილ წუთებს აუცილებლად მიიღებს.
სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის პრესეზონზე საშუალოდ 18-19 წუთს თამაშობდა და ხშირად შედეგიანიც იყო, ის ტორონტოს შეტევებს უფრო სწრაფს და დინამიურს ხდიდა და ქართველ მძიმე ფორვარდს რეგულარულ სეზონშიც არა ერთხელ ვიხილავთ.
გოგას ორლანდოსთან 2-წლიანი კონტრაქტი კიდევ აქვს. ქართველმა ევრობასკეტზე კარგი თამაშები აჩვენა და წლიდან წლამდე პროგრესირებს.
წინა სეზონში ბითაძემ რეგულარული სეზონის 42 თამაში დაიწყო სასტარტოდან, რა დროსაც ის საშუალოდ 9.1 ქულას, 8.4 მოხსნას და 2.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
მამუკელაშვილის ტორონტო რეგულარული სეზონის პირველ მატჩს 23 ოქტომბერს, 03:30-ზე ჯორჯიაში, ატლანტა ჰოუკსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქის მეტოქე კი სეზონის გახსნით მატჩში მაიამი ჰიტი იქნება. მატჩი ორლანდოში, 23 ოქტომბერს, 03:00-ზე გაიმართება.
უყურე NBA-ის ახალ სეზონს
NBA-ის ახალი რეგულარული სეზონის ყურება ქართველ გულშემატკივარს Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.
ყოველდღიურად პლატფორმაზე სათამაშო ტურის დროს პირდაპირ ეთერში გაშუქდება 1 ან 2 ცენტრალური თამაში.
პატფორმის გამომწერებს საშუალება ექნებათ, რომ ეთერში გასული თამაშების სრული ჩანაწერები და მიმოხილვები იხილონ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.