მამარდაშვილის შანსი – ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და ლივერპულის მეკარე, ალისონ ბეკერი ტრავმის გამო მერსისაიდულ კლუბს რამდენიმე კვირით გამოაკლდა.
გავლენიანი უცხოური გამოცემის, The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნსტინის ინფორმაციით გალათასარაისთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ალისონი ლივერპულს ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.
ბრაზილიელმა მეკარემ სამედიცინო ტესტი დღეს ჩაიტარა და როგორც ჩანს, ალისონს ფეხის კუნთზე საკმაოდ სერიოზული დაზიანება დაუდგინდა.
ჯერჯერობით ლივერპულის ოფიციალურ საიტს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა დევიდ ორნსტინი ირწმუნება, რომ ბრაზილიელ მეკარეს დაახლოებით 6 კვირა გაუცდება.
ალისონის არყოფნაში ლივერპულის კარს საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ეს ქართველისთვის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი იქნება.
მამარდაშვილმა გალათასარაისთან შეხვედრაში ალისონი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა და სადებიუტო მატჩი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე.
ნოემბრის სანაკრებო პაუზის დასრულებამდე ლივერპულს ურთულესი კალენდარი აქვს. დაზუსტებით ვიცით, რომ მამარდაშვილს ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ ვიხილავთ.
ჩელსისთან მატჩის შემდეგ ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან და თურქეთთან მატჩებში დაეხმარება.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ წითლები მანჩესტერ იუნაიტედთან გამართავენ მატჩს, რაც უდიდესი ინგლისური საფეხბურთო კლასიკაა.
ალისონის ტრავმის სირთულიდან გამომდინარე, არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბრაზილიელი წითლებს ვერც მანჩესტერ სიტისთან და მადრიდის რეალთან გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩებში დაეხმარება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.