დებიუტი, ალისონი და რატომ 25 ნომერი – გიორგი მამარდაშვილმა საუთჰემპტონთან სადებიუტო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მის გარშემო დასმულ კითხვებს უპასუხა.
ქართველი მეკარე წითლებს ვალენსიადან ზაფხულში შეუერთდა და გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი გაიარა, თუმცა ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, სლოტი ინგლისის ლიგის თასის მატჩში შემადგენლობას გადაახალისებს და გიორგი მამარდაშვილს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.
სადებიუტო მატჩის წინ, ლივერპულის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გიორგი მამარდაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა:
“მშვიდად ვარ ჩემი პოზიციით, ძალიან ბევრი ვიშრომე და მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ ოფიციალურ შეხვედრას.
არ აქვს მნიშვნელობა ვთამაშობ თუ არა, მე ყოველთვის მზად უნდა ვიყო, ამისთვის ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ“
თითქმის 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გიო ლივერპულს შეუერთდა და ქართველის თქმით ის კლუბში და ქალაქში თავს კარგად გრძნობს:
“ჩემს გარშემო ძალიან კარგი ხალხია. ალისონი ბევრს მეხმარება განვითარებაში. როდესაც ბავშვი ვიყავი ვოცნებობდი ისეთ ფეხბურთელებთან შეხვედრაზე, როგორებიც ალისონი, ვან დაიკი და მოჰამედ სალაჰი არიან.
ახლა მათ გვერდით ვთამაშობ და ბედნიერი ვარ. გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია. ეს აქამდეც ვიცოდი, თუმცა როდესაც ჩემი თვალით ვნახე დავრწმუნდი, რომ ეს სიგიჟიეა, ნამდვილი სიგიჟე“
საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა კომენტარი მოახლოებულ სადებიუტო მატჩზე და ინგლისის ლიგის თასის მნიშვნელობაზეც გააკეთა:
“ვფიქრობ, ყველა ჩემპიონატი მნიშვნელოვანია და ეს ერთ-ერთი მათგანია, სადაც შეგვიძლია საკუთარი ფანები გავახაროთ”
ლივერპულელმა ჟურნალისტმა გიოს 25-ნომრიან მაისურზე ჰკითხა და პარალელი პეპე რეინაზე გაუვლო, რომელსაც წითლების რიგებში 394 თამაში აქვს ჩატარებული 2005-დან 2013 წლის ჩათვლით:
ნომრის შერჩევაზე გიოს პასუხი ასეთი იყო:
“მამაჩემი ასევე მეკარე იყო, რომელიც 25 ნომრით თამაშობდა. როგორც ხვდებით, მე მის გზას მივყვები.
რეინას ვილიარეალში შეხვდი, როცა მის წინააღმდეგ ვითამაშე. ის ძალიან კარგი მეკარე და დიდებული ადამიანია”
გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ენფილდზე საუთჰემპტონის წინააღმდეგ 23 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ქართველი მაყურებელი Setanta Sports 1-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე იხილავს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.