მარსელი vs პსჟ. საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში ველოდრომზე ადგილობრივი მარსელი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლებს.
ლიგა 1-ის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ყურება Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
საფრანგეთის ჩემპიონატის შემდეგ ტურში პარიზულ კლუბს სეზონის ერთ-ერთი ურთულესი მატჩი ელოდება მარსელში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დეკადაში პარი სენ-ჟერმენს სრული დომინაცია აქვს შიდა ჩემპიონატში, მარსელში თამაში მარტივი მათთვის არასდროსაა.
გასულ სეზონამდე, ერთადერთი ფრანგული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო მარსელი იყო, ასე რომ, პარიზელთა ჩემპიონთალიგურმა ტრიუმფმა ველოდრომის ბინადრები დაამწუხრა.
ორივე გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთალიგური ლიგის ფაზის პირველი მატჩები გამართა. მარსელმა მადრიდის რეალთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (1:2), ხოლო პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ატალანტა გაანადგურა (4:0).
დე ძერბიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით და რეალთან მატჩშიც გამოჩნდა, რომ მარსელი სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით.
შიდა ჩემპიონატში მარსელს არც ისე კარგი სტარტი აქვს. ოთხი ჩატარებული მატჩიდან დე ძერბის გუნდმა ორჯერ წააგო (ლიონთან და რენთან, ორივე სტუმრად).
მარსელი 6 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში მე-8 ადგილზეა და 6 ქულა აქვს.
შეუდარებელია პარიზული კლუბის სტარტი, ლუის ენრიკეს გუნდმა ოთხივე მატჩი მოიგო და ლიგა 1-ს უდანაკარგოდ ლიდერობს.
პსჟ-ს სიახლეები
ლუის ენრიკეს გუნდი მარსელთან მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდება. უსმან დემბელე და დეზირე დუე გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან, ასევე საეჭვოა ლუკას ბერალდოს თამაში.
შუა კვირაში ბარკოლამ ვარჯიშის დროს კუნთი დაიზიანა და შესაძლოა ახალგაზრად ტალანტიც ვერ ვიხილოთ მარსელთან.
ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში პორტუგალიელი ნახევარმცველი, ჟოაო ნევეშიც დაზიანდა და არის ეჭვი, რომ ის ველოდრომზე გასამართ მატჩს გამოტოვებს.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა:
შაველიე, მენდეში, მარკინოსი, პაჩო, ჰაკიმი, ზაირ-ემერი, ვიტინია, კვარაცხელია, რამოში, ბარკოლა
მარსელის სიახლეები
რაც შეეხება დე ძერბის შემადგენლობას, იტალიელი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ჰამედ ტრაორე და ნაიეფ აგერდი ვერ იქნებიან.
ასევე მცირე დაზიანება აწუხებს კონდოგბიას და გავლენიანი ფრანგული გამოცემების მიხედვით, ის პსჟ-სთან ვერ ითამაშებს.
მარსელის სავარაუდო შემადგენლობა:
რული, მედინა, პავარი, ბალერდი, მურილიო, გომეში, ჰოიბერგი, ვეა, ო’რაილი, გრინვუდი, გუირი