ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, წყალი „ბაკურიანი“ წელს პირველად, მოყვარული ჩოგბურთელებისთვის „ბაკურიანის“ თასს ატარებს. ტურნირს, 19-21 სექტემბერს, მზიურის კორტები უმასპინძლებს.
„ბაკურიანის“ თასი 2025 ქალთა და მამაკაცთა შორის, წელს ერთეულთა თანრიგში ჩატარდება. ტურნირში 64 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობს, საპრიზო ფონდი კი 10 000 ლარია. მონაწილეებს ასევე ელოდებათ სხვადასხვა საჩუქარი, რომელიც „ბაკურიანმა“ დააწესა.
ბაკურიანის თასი 2025, GTF – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის და GTA – საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ტურნირის მეგობრები არიან – TBC კონცეპტი, სეტანტა სპორტსი და ლოპოტა სპა რეზორტი.
ირინა კეიდია, IDS ბორჯომი – მარკეტინგის დირექტორი საქართველოში
„„ბაკურიანი“ განაგრძობს სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას. წელს პირველად, გადავწყვიტეთ, რომ მოყვარული ჩოგბურთელებისთვის „ბაკურიანის“ თასი ჩაგვეტარებინა. ტურნირის მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჩოგბურთის პოპულარიზაციაა. საქართველოში ჩოგბურთის მიმართ ინტერესი იზრდება, ამიტომ ვეცდებით, რომ „ბაკურიანის“ თასი ყოველ წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.“
უტა კემულარია, GTA – ქართველ ჩოგბურთელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი
„GTA – ქართველ ჩოგბურთელთა ასოციაციამ „ბაკურიანის“ თასს 1000-ქულიანი კატეგორიის სტატუსი მიანიჭა. ასეთი ტურნირების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობის შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ. „ბაკურიანის“ თასის მონაწილეები საუკეთესო მოყვარული ჩოგბურთელები არიან. ამიტომ, წინ ძალიან სანახაობრივი და დაძაბული მატჩები გველოდება.“
ჩოგბურთის მოყვარულებს და გულშემატკივრებს, ტურნირის ორგანიზატორები, სამი დღის განმავლობაში, მზიურის კორტებზე ელოდებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.