სარჩევი
დანია U21 vs საფრანგეთი U21 - ნახევარფინალისთვის | Setanta Sports

დანია U21 vs საფრანგეთი U21 – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალური წყვილის მოლოდინში ვართ. დანია-საფრანგეთის გამარჯვებული, გერმანია-იტალიის წყვილის მოგებულს შეხვდება.

პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია. ფინალის საგზურს ინგლისი და ნიდერლანდები გაითამაშებენ.

მეოთხედფინალში 10 ფეხბურთელით დარჩენილმა ნიდერლანდებმა პორტუგალია დაამარცხა, ხოლო წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალის გამეორებულ წყვილში, ინგლისმა ესპანეთს აჯობა.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი – პირდაპირი რეპორტაჟი

დანია U21 vs საფრანგეთი U21 მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 20:00 საათიდან დაიწყება. მისი ხილვა setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე შეგეძლებათ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები JJ25 NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

JJ25 – ერთ თვეს + ერთი თვე.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.

დანია U21 vs საფრანგეთი U21

2025 წლის 19 ივნისი, ხუთშაბათი
ტატრანის არენა, პრეშოვი
გამარჯვებული ნახევარფინალში 25 ივნისს კოშიცეში გერმანიას ან იტალიას შეხვდება
.

დანია U21

დანიამ ჯგუფური ეტაპი მძლავრად ჩაატარა და D ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ნიდერლანდებზე სამ ქულით მეტი მოაგროვა, რამაც ის ჯგუფის ლიდერად აქცია.

გუნდი ფინეთთან მატჩში 2:0 დაწინაურდა, თუმცა შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მანამდე კი უკრაინა (3:2) და ნიდერლანდები (2:1) დაამარცხა.

მთავარი ბომბარდირები შესარჩევ ეტაპზე მათიას კვისტგოარდენი და ოლივერ სორენსენი იყვნენ – ორივე 3-3 გოლით გამოირჩა.

ეს დანიელთა ისტორიაში მეხუთე მეოთხედფინალია (1 გამარჯვება, 3 წაგება), სადაც ბოლოს 2021 წელს გერმანიასთან ექსტრა ტაიმების ჩათვლით 2:2 ითამაშეს, თუმცა პენალტებით 5:6 დამარცხდნენ. ნახევარფინალში 1992 და 2015 წლებში გასვლა მოახერხეს.

საფრანგეთი U21

საფრანგეთმა ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა – C ჯგუფში პორტუგალიას მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩა. რომ არა საქართველოსთან მეორე ტურში, მატჩის მიწურულს ქამბექი ფრანგი ესპუარები ჯგუფში ჩარჩებოდნენ. მომდევნო ეტაპზე კი პორტუგალია და საქართველო ითამაშებდნენ.

მატჩი პორტუგალიასთან 0:0 დასრულდა, შემდეგ კი საქართველო დაძაბულ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა – გამარჯვების გოლი თიერნო ბარიმ 102-ე წუთზე გაიტანა. ჟერარ ბატიკლის გუნდმა მესამე ტურში პოლონეთი დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.

2024 წლის აგვისტოში მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჟერალდ ბატიკლმა ჩაიბარა. რომელიც საფრანგეთის ოლიმპიურ ნაკრებში ტიერი ანრის ასისტენტი იყო.

ახლახანს ბატიკლს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი კიდევ ორი წლით, 2027 წლამდე გაუხანგრძლივა.

საფრანგეთმა შესარჩევში H ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საუკეთესო მეორეადგილოსანთა შორის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა. გუნდის ბომბარდირი არნო კალიმუენდო გახდა – ოთხი გოლით.

ბოლო მეოთხედფინალი 2021 წელს ნიდერლანდებთან 1:2 წაგებით დაასრულა. ამ კატეგორიაში საფრანგეთმა ყველაზე წარმატებული ტურნირი 1988 წელს ჩაატარა, სადაც ჩემპიონობა ლორან ბლანისა და ერიკ კანტონას თაობამ მოიპოვა.

ურთიერთშეხვედრები

  • ოფიციალური მატჩი: 1
    • 2021 წლის ჯგუფური ეტაპი: დანია 1-0 საფრანგეთი (გოლი – ანდერს დრეიერი)
  • ჯამში შეხვედრები (მათ შორის ამხანაგური მატჩები): 6
    • დანიას მოგება: 2
    • საფრანგეთის მოგება: 4

ბოლო შეხვედრა 2023 წლის 7 სექტემბერს ნანსიში გაიმართა – ამხანაგურ მატჩში საფრანგეთმა 4:1 იმარჯვა. ელიე ვაჰიმ დუბლი გაიფორმა, იოჰან ლეპენანმა და რაიან შერკიმაც თავი გამოიჩინეს, დანიელთაგან კი საპასუხო გოლი კრისტიან კიელდერმა ბოლო წუთებზე გაიტანა.

საინტერესო ფაქტები და კავშირები

  • ოსკარ ჰოილუნდი (დანია) და ჟან-მატეო ბაოია (საფრანგეთი) აინტრახტში (2024–) ერთად თამაშობენ
  • ოლივერ პროვსტგორი (დანია) და ლუმ ჩაუნა (საფრანგეთი) ლაციოში (2025–) გუნდელები არიან.

სტატისტიკა

  • დანიას ჯგუფური ეტაპის ბოლო რვა მატჩიდან არცერთი არ წაუგია
  • საფრანგეთი ყველა იმ ტურნირზე, სადაც ჯგუფური ეტაპი იყო, ფლეი-ოფში გადასვლას ახერხებდა
  • დანიას მეოთხედფინალში მხოლოდ ერთხელ აქვს გამარჯვება მიღწეული – 1992 წელს პოლონეთთან
  • საფრანგეთს ბოლო ხუთ ფლეი-ოფში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს

რა დევს სასწორზე

მეოთხედფინალის გამარჯვებული ნახევარფინალში გერმანიას ან იტალიას დაუპირისპირდება. ორივე გუნდი ახალგაზრდა ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული, თუმცა წარმატებას მხოლოდ ერთი მიაღწევს.