4 მაისი, 2025 – მსოფლიო ზურგის ტვინის დაზიანების განსაკურნებელი გზების საძიებლად გაერთიანდა და რიგით მეთორმეტე Wings for Life World Run-მა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა თავისივე რეკორდი: 310,719 მონაწილე; შვიდი გარბენი რეალური ფინიშის მანქანის თანხლებით;
აპლიკაციით რბენის 452 ღონისძიება 68 ქვეყანაში; მონაწილეთა რეგისტრაციებითა და სხვა შემოწირულებით 8.6 მილიონი ევრო შეგროვდა, რომელიც სრულად მოხმარდება ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებას.
2025 წლის გარბენს საქართველო აპლიკაციით შეუერთდა და ვირტუალური ფინიშის მანქანის წინააღმდეგ ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. ინდივიდუალურ გარბენებთან ერთად, აპლიკაციით რბენის ღონისძიება გაიმართა დინამო არენაზე.
2025 წლის ღონისძიების სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორი Setanta Sports იყო.
მსოფლიო გამარჯვება ერგო იაპონელ ჯო ფუკუდას, რომელმაც 71.67კმ ირბინა და ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც Wings for Life World Run -ზე მესამედ გაიმარჯვა. ჯო ფუკუდა: “მიხარია, რომ გავიმარჯვე, რადგან სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი”.
ქალებს შორის, ყველაზე გრძელი მანძილი დაფარა ესთერ პფაიფერმა, 59.03კმ. ესთერ
პფაიფერი: “პირველი კილომეტრები ძალიან მარტივი იყო, მაგრამ 30 კმ-ს შემდეგ გამიჭირდა, რადგან, ძირითადად, ვარჯიშისას, 25კმ-ზე მეტს არ დავრბივარ. ყოველ ნაბიჯზე უამრავი ადამიანი მამხნევებდა და სწორედ ამან მომიყვანა 59-ე კილომეტრზე.”
ფონდ Wings for Life-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანიტა გერჰარდტერმა თქვა: “ბედნიერი ვარ Wings for Life World Run-ის შედეგებით- ერთი საერთო მისია, ამდენი სიყვარული და ენერგია მსოფლიოს ყველა კუთხიდან. 310,917 მსოფლიო მორბენალთან ერთად, ჩვენ შევაგროვეთ 8,6 მილიონი ევრო ზურგის ტვინის კვლევისთვის. მადლობა ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს, თქვენ ხართ ამ პროცესის გულისცემა, ერთად ვიპოვით ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზებს. შევხვდებით 2026 წლის 10 მაისს.”
გარბენის დაარსებიდან, 2014 წლის შემდეგ, ჯამში 1,870,253 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში, 60.53 მილიონი ევრო შეგროვდა, რომლითაც 324 იმედის მომცემი კვლევა დაფინანსდა.
Wings for Life World Run-ს უნიკალური კონცეფცია აქვს. გარბენს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული სარბენი მანძილი და სტანდარტული ფინიშის ხაზი; მონაწილეების გავლილ მანძილის რეალური ან ვირტუალური ფინიშის მანქანა აღრიცხავს, რომელიც სტარტის შემდეგ 30 წუთში, 14კმ/სთ სიჩქარით დაიძვრება და ყოველ ნახევარ საათში ზრდის სიჩქარეს (15:30 – 14კმ/სთ; 16:00-15კმ/სთ; 16:30-16კმ/სთ; 17:00-17კმ/სთ; 17:30-18კმ/სთ; 18:00-22კმ/სთ; 18:30-26კმ/სთ; 19:00-30კმ/სთ; 19:30-34კმ/სთ). მონაწილის გარბენი მაშინ სრულდება, როდესაც მას ვირტუალური ფინიშის მანქანა გაასწრებს.
მეცამეტე Wings for Life World Run 2026 წლის 10 მაისს გაიმართება. რეგისტრაცია კი 2025 წლის
5 ნოემბერს დაიწყება.