სარჩევი
ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი - 6-ქულიანი მატჩი დარჩენისთვის | Setanta Sports

ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი – ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. ბუდუ ზივზივაძე მოედანს 6-ქულიან მატჩში უბრუნდება.

ამ წამის მდგომაორებით გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა, ჰაიდენჰაიმი მე-16 ადგილზეა, ხოლო ბოხუმი ბოლო მე-18 პოზიციაზე. იქვეა კილიც, რომელიც ბუდუს გუნდს 3-ქულიანი ჩამორჩენით მე-17 ადგილიდან უტევს.

ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი – პირდაპირი რეპორტაჟი

ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე შეგეძლებათ. ლაივი 22:30 წუთიდან დაიწყება.

ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები მიშო ჩიტიძე და გიორგი ფულარიანი იქნებიან.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი – პრევიუ

ამ გუნდებს რომ 7 კვირის წინ ეთამაშათ, სიტუაცია იდენტური იქნებოდა – ორივე ცხრილის ქვედა სამეულიდან ითამაშებდა, თუმცა განსხვავებული იქნებოდა ხასიათი.

ბოხუმმა ბაიერნს 0-2-დან მოუტრიალა და 3-2 მოუგო, მოუგო დორტმუნდს და ფრედ ეთამაშა ლაიფციგს. მანამდე უნიონ ბერლინთან ტექნიკური გამარჯვება სამ ინსტანციაში გაუფორმდა და ბოხუმიც გაცოცხლდა.

თუმცა ახლა ვითარება სხვაგვარია. რურელები ცდილობენ, თუმცა არ გამოსდით, თუმცა გამოსდის ჰაიდენჰაიმს.

ბუდუს გუნდმა ჰოფენჰაიმსა და ჰოლშტაინ კილთან მატჩებიდან მოყოლებული სეზონის გადარჩენა დაიწყო. ცხადია, ამაში ქართველი ფეხბურთელის დიდი დამსახურებაა, ბუდუს ხომ 2025 წელს ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს ფრანკ შმიდტის გუნდის მხარეს.

ბუდუმ გოლი ორივე მატჩში შეაგდო, ჰოფენჰაიმთან სადებიუტო, ხოლო ჰოლშტაინ კილთან – მე-2. პლუს ჩრდილოელებთან ქართველმა საგოლე გადაცემაც დადო. თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი – უპირატესი ბუდუს სათამაშო ხარისხი და მანერა უფროა ვიდრე სტატისტიკა.

მერე იყო და ვოლფსურგთან გაიხსენა გამარჯვების გემო ფრანკ შმიდტის გუნდმა. მატჩი რომელიც უმძიმეს კალენდარში პირველი გაჩერება იყო.

სამწუხაროდ სწორედ იმ მატჩის ბოლო წუთებზე მიაყენა ლუკას ნმეჩამ ბუდუს ტრავმა, რომელმაც ქართველს ზუსტად 1 თვე გამოატოვებინა.

იმ მატჩიდან მოყოლებული შტუტგარტთან სენსაციურ გამარჯვბამდე ჰაიდენჰაიმმა ყველა მატჩი დათმო, თუმცა ქულათა მიზერულ მარაგს აგროვებდნენ კონკურენტები – კილი და ბოხუმიც.

შესაბამისად, ასე მოვედით ამ დღემდე: 2 მაისი, ფოიტ არენა, ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი, პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com.

ვარიანტი ბევრია: მაგალითად,

თუკი დღეს ჰაიდენჰაიმმა მოიგო, ბოხუმი ბუნდესლიგა 2-ში ავტომატურად დაქვეითდება.

თუ ჰაიდენჰაიმმა მოიგო და თან ჰოლშტაინ კილიც დამარცხდა აუგსბურგთან, ბუდუს გუნდს 6-ქულიანი უპირატესობა ექნება და კილს მხოლოდ მათემატიკური შანსებიღა დარჩება იბრძოლოს პლეი აუტის მე-16 ადგილისთვის.

ეს ყველაფერი არ არის. ცხადია, მიზანი მე-16 ადგილის დაკავება და ბუნდესლიგაში ადგილის პლეი ოფის გზით შენარჩუნებაა, თუმცა არის შანსი ბუდუს გუნდმა მე-15 ადგილისთვისაც გაიბრძოლოს.

ამისთვის ჰოფენჰაიმის მარცხია საჭირო სტუმრად, მიონხენგლადბახთან და დღეს ბოხუმთან მოპოვებული 3 ქულით სხვაობა მხოლოდ 2 ქულაღა იქნება.

ცხადია, არსებობს უარყოფითი ალბათობაც, თუკი ბოხუმი მოიგებს, სხვაობა წყვილს შორის მხოლოდ 1 ქულაღა იქნება და ბოლო 2 ტურში ნერვების დიდი ბრძოლა გაიმართება.

ტაქტიკური დუელი

პირველივე წუთიდან შესატევი აქვს ბოხუმს, შესაბამისად, რურელებს 0-0-ზე დაბალი დაცვითი ბლოკი არ გამოადგებათ.

მოსალოდნელია, რომ დიტერ ჰეკინგის გუნდი მაღალ პრესინგს ითამაშებს და მასურასი, ჰოფმანი და ბოადუ, მასპინძელთა მცველებს დაწნეხავენ.

შესაბამისად, პირველ ზონაში უბურთოდ კარგ მოძრაობას და კარგ ამოსვლას ბუდუს გუნდისგან დიდი მნიშვნელობა ექნება.

უშუალოდ ბუდუს რაც შეეხება, ქართველი ფორვარდი სავარაუდოდ, მატჩს სათადარიგოდან დაიწყებს და მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ზივზივაძეს ტრავმის გამო ზუსტა 1 თვეს არ უთამაშია.

მთავარი ბრძოლა ჰაიდენჰაიმის პირველ და მეორე მესამედებში იქნება და მატჩის ბედსაც აქ გამარჯვებული გაარკვევს. დღეს მასპინძლებმა გადაცემებში წუნი მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ.

ამას გარდა, მნიშვნელოვანი იქნება მწვრთნელების დუელიც. დიტერ ჰეკინგი ბევრად უფრო გამოცდილია, თანაც ამგვარ სარელეგაციო დუელებში. ფრანკ შმიდტის ხელში კი ჰაიდენჰაიმი არასდროს დაქვეითებულა ნებისმიერი ერთი ლიგიდან მეორეში.

მატჩის მიმდინარეობისას კონტროლი და მართვა იქნება საკვანძო, ე.წ. in game management, რომელშიც ჰეკინგს აქამდე თავი უფრო მეტად გამოუჩენია.

ჰაიდენჰაიმი, კილი, ბოხუმი – კალენდარი

32-ე ტური

ჰაიდენჰაიმი vs ბოხუმი, აუგსბურგი vs ჰოლშტაინ კილი, გლადბახი vs ჰოფენჰაიმი.

33-ე ტური

უნიონ ბერლინი vs ჰაიდენჰაიმი, ბოხუმი vs მაინცი, ჰოლშტაინ კილი vs ფრაიბურგი, ვოლფსბურგი vs ჰოფენჰაიმი.

34-ე ტური

ჰაიდენჰაიმი vs ვერდერი, ზანქტ პაული vs ბოხუმი, დორტმუნდი vs ჰოლშტაინ კილი, ჰოფენჰაიმი vs ბაიერნი.

როგორც ხედავთ ამ გუნდიდან დარჩენილ 3 ტურში 2 საშინაო მატჩს მხოლოდ ჰაიდენჰაიმი თამაშობს. მართალია, ლიგაში ყველაზე ცუდი საშინაო მაჩვენებელი ჰაიდენჰაიმს აქვს, თუმცა დარჩენილ ტურებში ეს სტატისტიკა დასავიწყებელია და ცხადია, მაყურებლის ფაქტორი გამოსაყენებელი.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ბრძოლა ყველაფრისთვის შეიძლება – სიმჭიდროვის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰაიდენჰაიმი საკუთარ თავზეა დამოკიდებული.