პსჟ vs ლე ავრი – წინა მატჩში გაჩემპიონებული პარიზული კლუბი, ამ სეზონში, ამ რანგში, შინ პირველად ითამაშებს. ლუის ენრიკეს გუნდმა სამიოდ დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.
პსჟ vs ლე ავრი – პირდაპირი რეპორტაჟი
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 18:55 წუთიდან დაიწყება. მისი ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები მიშო ჩიტიძე და გიორგი საძაგლიშვილი.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პსჟ vs ლე ავრი
ანჟესთან შინ გამარჯვების შემდეგ პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის მე-13 ტიტული ოფიციალურად გაინაღდა. იმ შეხვედრაში საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე იყო, გოლი კი – დეზირე დუემ გაიფორმა.
საფინალო სასტვენის შემდეგ პარიზელებმა ჩემპიონობა იზეიმეს, თუმცა როდის იქნება დაჯილდოება? ოფიციალური ცერემონია და ზეიმი საფრანგეთის დედაქალაქში ბოლო ტურში, ოსერის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შემდეგ შედგება.
ასე იყო წინა სეზონშიც, როდესაც პსჟ-მა მე-12 საჩემპიონო თასი აღმართა.
პსჟ და კვარა – მოტივაცია ლიგა 1-ში
რაც შეეხება ლე ავრთან გასამართ მატჩს, მოტივაცია მაინც არსებობს – ლუის ენრიკეს გუნდს ლიგა 1-ის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდეს. ასეთი რამ საფრანგეთში აქამდე არავის მოუხერხებია.
30-ე ტურის წინ პსჟ-ს 23 მოგება და 5 ფრე აქვს. ლუის ენრიკეს გუნდს აქვს შანსი გასულ სეზონში, ბუნდესლიგაში ლევერკუზენის ბაიერის შედეგი გაიმეოროს.
რაც შეეხება ლე ავრს – ნორმანდიელები ზედიზედ მეორე სეზონია ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ლე ავრი სენტ ეტიენის უშუალო ოპონენტია და ზურიკო დავითაშვილის გუნდს 1 პოზიციით და 3 ქულით უსწრებს.
პირველ წრეში ამ გუნდების მატჩი სტად ოსეანზე 1-4 დასრულდა. ურთიერთშეხვედრებშიც პსჟ-ს დიდი უპირატესობა აქვს. ნორმანდიელებს პარიზელები 1999 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ.
ლუის ენრიკე – პრესკონფერენცია
დაუმარცხებელი სერია
„სეზონის დაუმარცხებლად დასრულება გვინდა. ეს ჩვენთვის მოტივაციის წყაროა, თუმცა რთული იქნება, რადგან გუნდები, როგორიც ლე ავრია, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან, სეზონის ბოლოს განსაკუთრებით სახიფათონი ხდებიან. ვფიქრობ, ეს ჩვენი გუნდისთვის კიდევ ერთი შანსია, ისტორია დაწეროს, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება — მათ ქულების აღების ძლიერი მოტივაცია ექნებათ.“
ლე ავრი
„ამ მატჩისთვის ისეთივე ყურადღებით ვემზადებით, როგორც – მომდევნოებისთვის. რეკორდი, რომელიც ძალიან იშვიათად ირღვევა, შესაძლოა დავამხოთ. უკვე ჩემპიონები ვართ — ეს მიზანი მიღწეულია, მაგრამ პარი სენ-ჟერმენში თამაში ნიშნავს, რომ ყოველთვის კონკურენტუნარიანი უნდა იყო, ნებისმიერ მეტოქესთან. ამიტომ ლე ავრთან მატჩსაც დიდი ინტენსივობითა და პასუხისმგებლობით ვემზადებით.“
ასტონ ვილა
„მატჩით ნამდვილად ვისიამოვნე. ეს რთული მეოთხედფინალი იყო, როგორც მოსალოდნელი იყო. ანალიზის შედეგად ვთვლი, რომ კარგად ვითამაშეთ და, რაც მთავარია, ემოციურად სტაბილურები ვიყავით მატჩის განმავლობაში. რთული თამაში იყო, მაგრამ ძალიან გამბედავი გუნდი ვიყავით — მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც ასევე მაღალ დონეზე თამაშობდა. ეს იყო ძალიან ხარისხიანი მატჩი. რა თქმა უნდა, არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა, მაგრამ ჩემი შეფასება საკმაოდ დადებითია. ვამაყობ, რომ კვლავ ვართ ნახევარფინალში — ეს გუნდის სტაბილურობის ნათელი დადასტურებაა.“
შრომა
„უნდა ვიმუშაოთ, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის. ვფიქრობ, ამ სეზონში არაერთხელ შევძელით ეს. ბევრად მარტივია იმაზე მუშაობა, რაც უკვე კარგად გამოგდის, მაგრამ არც ერთი დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს. ჩვენ არ ვართ დაუმარცხებლები და არც არასდროს ვყოფილვართ, თუმცა ბევრს ვშრომობთ და ჩვენი გულშემატკივრები გვამარაგებენ ენერგიით.“
მატჩების განრიგი
„ყოველთვის შესაძლებელია მოვლენებს სხვადასხვა თვალსაზრისით შეხედო. ზოგ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო სჭირდება, ზოგს — ნაკლები. მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ მოვერგოთ სიტუაციას და ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანები დავრჩეთ. ჩემი ფეხბურთელების სრულად მჯერა და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვიქნებით.“
შეფასება მიღწეულზე
„ჩვენ ჯერ ყველა მიზანს ვერ მივაღწიეთ. მას შემდეგ, რაც კლუბში მოვედი, ჩვენი მიზანი ყოველთვის უმაღლესი იყო — გვინდა, ისტორია შევქმნათ. ამ მიზნისკენ სვლის პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და შესაძლოა, შედეგებზე მეტად სწორედ ამ შრომას აქვს მნიშვნელობა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც უკვე თითქმის ორი წელია ვაკეთებთ.“
ლიგა 1 – 30-ე ტური
პსჟ-ის მატჩის გარდა ქართველი გულშემატკივრების ყურადღება სენტ ეტიენი vs ლიონის მატჩისკენაც იქნება მიპყრობილი. ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის, ხოლო ჟორჟ მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
თარიღი | დრო | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი |
---|---|---|---|---|
18 აპრილი | 22:45 | რენი | 2:1 | ნანტი |
19 აპრილი | 19:00 | პარი სენ-ჟერმენი | vs | ლე ავრი |
19 აპრილი | 21:00 | მონაკო | vs | სტრასბური |
19 აპრილი | 23:05 | მარსელი | vs | მონპელიე |
20 აპრილი | 17:00 | ლილი | vs | ოსერი |
20 აპრილი | 19:15 | ბრესტი | vs | ლანსი |
20 აპრილი | 19:15 | ნიცა | vs | ანჟე |
20 აპრილი | 19:15 | რეიმსი | vs | ტულუზა |
20 აპრილი | 22:45 | სენტ-ეტიენი | vs | ლიონი |
ლიგა 1 – სატურნირო ცხრილი
ადგილი | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გგ | ქტ | ქულა | ბოლო 5 მატჩი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | პარი სენ-ჟერმენი | 28 | 23 | 5 | 0 | 80:26 | +54 | 74 | ✅ ✅ ✅ ✅ ✅ |
2 | მონაკო | 29 | 16 | 5 | 8 | 57:35 | +22 | 53 | ✅ ❌ ✅ ✅ 🤝 |
3 | მარსელი | 29 | 16 | 4 | 9 | 57:41 | +16 | 52 | ❌ ✅ ❌ ❌ ❌ |
4 | ლიონი | 29 | 15 | 6 | 8 | 57:39 | +18 | 51 | ✅ ✅ ❌ ✅ ✅ |
5 | ლილი | 29 | 14 | 8 | 7 | 44:31 | +13 | 50 | ✅ ❌ ✅ ❌ ✅ |
6 | სტრასბური | 29 | 14 | 8 | 7 | 48:37 | +11 | 50 | 🤝 ✅ ✅ ✅ ✅ |
7 | ნიცა | 29 | 13 | 9 | 7 | 54:37 | +17 | 48 | 🤝 ❌ ❌ 🤝 ❌ |
8 | ბრესტი | 29 | 13 | 5 | 11 | 47:46 | +1 | 44 | 🤝 ✅ ✅ 🤝 ✅ |
9 | ლანსი | 29 | 12 | 6 | 11 | 32:32 | 0 | 42 | ❌ ✅ ❌ ✅ ✅ |
10 | რენი | 30 | 12 | 2 | 16 | 45:40 | +5 | 38 | ✅ ✅ ❌ ✅ ❌ |
11 | ოსერი | 29 | 10 | 8 | 11 | 40:42 | -2 | 38 | ❌ ✅ ✅ 🤝 ✅ |
12 | ტულუზა | 29 | 9 | 7 | 13 | 38:38 | 0 | 34 | ❌ ❌ ❌ ❌ 🤝 |
13 | ნანტი | 29 | 7 | 9 | 13 | 34:49 | -15 | 30 | ❌ ✅ ❌ ✅ ❌ |
14 | ანჟე | 29 | 8 | 6 | 15 | 28:46 | -18 | 30 | ✅ ❌ ❌ ❌ ❌ |
15 | რეიმსი | 29 | 7 | 8 | 14 | 31:42 | -11 | 29 | ✅ ❌ ✅ 🤝 ❌ |
16 | ლე ავრი | 29 | 8 | 3 | 18 | 32:62 | -30 | 27 | ❌ ✅ ✅ ❌ 🤝 |
17 | სენტ-ეტიენი | 29 | 6 | 6 | 17 | 31:67 | -36 | 24 | 🤝 ❌ ❌ ✅ 🤝 |
18 | მონპელიე | 29 | 4 | 3 | 22 | 21:66 | -45 | 15 | ❌ ❌ ❌ ❌ ❌ |