სარჩევი
წილისყრის შედეგები - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა | Setanta Sports

წილისყრის შედეგები – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფრენს ლიგა – სამივე ევროტურნიზე 1/8-ფინალის წყვილები ცნობილია.

ევროტურნირების მატჩები – პირდაპირი რეპორტაჟები

ტრადიციულად, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩების ხილვას setantasports.com-სა და Setanta Sports-ის სატელევიზიო არხებზე შეძლებთ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ჩემპიონთა ლიგა – წილისყრის შედეგები

ჩემპიონთა ლიგაზე 8 ქვეყნის 16 გუნდი მიუნხენის ფინალის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ამ ეტაპზევე სამი ტოპ წყვილი მივიღეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა წყვილებში გამოკვეთილი ფავორიტის გამო ინტრიგა არ არის.

1/8-ფინალის წილისყრის შედეგები ასე გამოიყურება:

ვერცხლისფერი ბადე

პსჟ vs ლივერპული

ბრიუგე vs ასტონ ვილა

რეალი vs ატლეტიკო

პსვ vs არსენალი

ლურჯი ბადე:

ბენფიკა vs ბარსელონა

დორტმუნდი vs ლილი

ბაიერნი vs ლევერკუზენი

ფეიენოორდი vs ინტერი

ფინალამდე ვერცხლისფერი და ლურჯი ბადის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. პსჟ კი ლივერპულის ბარიერის გავლის შემთხვევაში ბრიუგე vs ასტონ ვილას გამარჯვებულს შეხვდება.

რეალი vs ატლეტიკოს წყვილის გამარჯვებული კი პსვ vs არსენალს შორის მოგებულს შეხვდება.

ბენფიკა vs ბარსელონას გამარჯვებული დორტმუნდი vs ლილზე გადის, ხოლო ბაიერნი vs ლევერკუზენი – ფეიენოორდი vs ინტერზე.

1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 4/5 და 11/12 მარტს გაიმართება.

ევროპა ლიგა – წილისყრის შედეგები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თამაშობს ევროპა ლიგაზეც. ჟორჟ მიქაუტაძის ლიონი ორრაუნდიან დუელში სტიაუას დაუპირისპირდება.

მანჩესტერ იუნაიტედი კი რეალ სოსიედადთან ევროპულ დაპირისპირებას გაიმეორებს.

ევროპა ლიგა წილისყრის შედეგები | Setanta Sports

სტიაუა vs ლიონი

მანჩესტერ იუნაიტედი vs რეალ სოსიედადი

ალკმაარი vs ტოტენჰემი

აიაქსი vs აინტრახტი

ფენერბაჰჩე vs რეინჯერსი

რომა vs ბილბაოს ატლეტიკი

პლზენი vs ლაციო

ბუდე გლიმტი vs ოლიმპიაკოსი

მანჩესტერი – რეალ სოსიედადის წყვილის გამარჯვებული სტიაუა vs ლიონს შორის უკეთესზე გავა.

ალკმაარი vs ტოტენჰემი აიაქსი vs აინტრახტის წყვილზე გავა.

ფენერბაჰჩე vs რეინჯერსის მოგებული რომა vs ბილბაოს გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო პლზენი vs ლაციოში უკეთესი ბუდე გლიმტი vs ოლიმპიაკოსზე გავა.

1/8-ფინალის მატჩები 6 და 13 მარტს გაიმართება.

სტიაუა vs ლიონი - ევროპა ლიგა წილისყრის შედეგები | Setanta Sports

კონფერენს ლიგა – წილისყრის შედეგები

1/8-ფინალური წყვილები დაკომპლექტდა კონფერენს ლიგაზეც. გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენის მეტოქე ლონდონის ჩელსი იქნება. დანიელებს, რომელთაც გათამაშებას ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი გამოთიშეს, ვიტორია გიმარაეშის ნაცვლად სწორედ ტურნირის მთავარი ფავორიტი შეხვდათ.

რეალ ბეტისი vs ვიტორია გიმარაეში

ცელიე vs ლუგანო

ბორაცი vs რაპიდი

მიოლდე vs ლეგია ვარშავა

იაგელონია vs სერკლ ბრიუგე

პანათინაიკოსი vs ფიორენტინა

პაფოსი vs იურგორდენი

კოპენჰაგენი vs ჩელსი

1/8-ფინალის მატჩები 6 და 13 მარტს გაიმართება.