ჩემპიონთა ლიგა 1/16 ფინალის საპასუხო მატჩებით გვიბრუნდება. რეალი VS მანჩესტერ სიტი – ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო მატჩი დღევანდელი კატალოგიდან. კლასიკად ქცეული დაპირისპირება ამჯერად 1/8 ფინალის საგზურს გაათამაშებს. უყურე მატჩს setantasports.com-ზე.
რეალი VS მანჩესტერ სიტი – როგორ მოვედით დღემდე
ლალიგაში ოსასუნასთან დაპირისპირებებით გაჟღენთილი მატჩის შემდეგ, მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე ბრუნდება მანჩესტერ სიტისთან საპასუხო მატჩისათვის.
მართალია, მადრიდელებმა ლალიგაში პირველობა დაკარგეს, მაგრამ კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ერთი კვირის წინ მანჩესტერ სიტი 5-გოლიან თრილერში 2-3 დაამარცხეს, რითაც არც ისე დიდი, მაგრამ მაინც უპირატესობა მოიპოვეს.
მოგეხსენებათ, ზედიზედ ოთხი სეზონია, რაც ეს გუნდები ერთმანეთს უპირისპირდებიან ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. კარლო ანჩელოტის გუნდი, წინა სეზონის მსგავსად, ახლაც ეცდება პეპ გვარდიოლას დამწუხრებას. მადრიდის რეალი თუ ამას შეძლებს, მოიპოვებს 1/8 ფინალის ბილეთს. პოტენციური მეტოქეების ჩამონათვალი კი ასეთია – ლევერკუზენის ბაიერი ან მადრიდის ატლეტიკო.
მანჩესტერ სიტი გასულ ვიქენდზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. მანჩესტერელებმა ედი ჰაუს ნიუკასლი აბსოლუტურად ყველა ასპექტში დაჯაბნეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტი სატიტულო ბრძოლისგან დისტანცირებულია, ოთხეულის პერსპექტივა კვლავ მოჩანს მათს ჰორიზონტზე.
თუ რეალმა ქულები დაკარგა ოსასუნასთან და თან ეს გამოწვეული იყო ჯუდ ბელინგემის წითელი ბარათის გამო, მანჩესტერ სიტიმ კარგ ფორმაში მყოფ ნიუკასლთან 4-ბურთიანი სხვაობა დააფიქსირა. ომარ მარმუშმა კი 33 წუთის განმავლობაში მოახერხა სადებიუტო ჰეთ-თრიკის შესრულება ქალაქელთა მაისურით.
რეალი VS მანჩესტერ სიტი – ანჩელოტი გვარდიოლას წინააღმდეგ
პეპ გვარდიოლას, როგორც მწვრთნელს, სანტიაგო ბერნაბეუზე საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს. 12 თამაში გამართეს მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა ესპანელი სპეციალისტი.
პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მანჩესტერ სიტის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ 1% არის. თუმცა სამართლიანი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი ჩვეულ ხრიკებს მიმართავს. ეს ხომ პეპ გვარდიოლას, როგორც პერსონაჟის განუყოფელი ნაწილია – გონებრივი თამაშები.
კარლო ანჩელოტიმ პეპ გვარდიოლას განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ რეალი ასეთი გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. ანჩელოტის აზრით, მართალია, თეთრებს მცირე და გამოსაყენებელი უპირატესობა აქვთ, მაგრამ ეს უპირატესობა არ გამოიხატება 99%-ით მომდევნო ეტაპზე გასვლაში.
რეალი VS მანჩესტერ სიტი – დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა
რეალს დაუბრუნდნენ ანტონიო რუდიგერი, ლუკას ვასკესი და დავიდ ალაბა, რომლებიც რამდენიმე დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. რაც შეეხებათ ედერ მილიტაოსა და დანი კარვახალს, მათი დაბრუნების დრო ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივის ნაწილია.
ტონი რუდიგერის დაბრუნებამ, შესაძლოა, ძირითად თერთმეტეულში გადაადგილებები გამოიწვიოს, რაც გამოიყურება ასე: გერმანელი ცენტრალური მცველი რაულ ასენსიოს შეუწყვილდება დაცვის ცენტრში, ორელინ ჩუამენი ნახევარდაცვის საყრდენ ზონას გაამაგრებს, ხოლო ედუარდო კამავინგა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.
მანჩესტერ სიტის მხარეს დანაკლისი ასე გამოიყურება: მანუელ აკანჯი გუნდს პირველი შეხვედრისას კუნთის ტრავმის გამო გამოაკლდა. ქალაქელებს კვლავაც ვერ დაემხარებიან ოსკარ ბობი და როდრი, რომელთაც საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვთ. გარდა ამისა, სათუოა ჯეკ გრილიშის მონაწილეობაც დღევანდელ შეხვედრაში.
სავარაუდო შემადგენლობა
რეალი: კურტუა, რუდიგერი, რაულ ასენსიო, მენდი, კამავინგა, ვალვერდე, ჩუამენი, როდრიგო, ბელინგემი, ვინისიუსი, მბაპე.
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, აკე, რუბენ დიაში, გვარდიოლი, ნუნიეში, ნიკო გონსალესი, სავინიო, ბერნარდუ სილვა, დე ბრუინი, მარმუში, ჰოლანდი.
რეალი VS მანჩესტერ სიტი – პირდაპირი რეპორტაჟი
მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართა პირველი მატჩის სცენარი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გამარჯვებულს შორის. დღევანდელი შეტაკებაც მომხიბვლელი იქნება და დააკმაყოფილებს სხვადასხვა გემოვნურ პრეფერენციას.
პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას Setanta Sports 2-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ. მატჩის კომენტატორები კი ალექსანდრე გაბრიჩიძე და ანდრო ხელაძე იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.