ალექსანდრე თოფურია vs კოლბი თიქნესი – UFC 312-ზე ქართველი მებრძოლის დებიუტი შედგება. უფროსი თოფურია გახდება პირველი ქართველი, რომლის დებიუტიც ორგანიზაციაში 2021 წლის შემდეგ შედგება.
თოფურია vs თიქნესი – პირდაპირი რეპორტაჟი
ალექსანდრე თოფურია vs კოლბი თიქნესი ბრძოლა 05:00 საათიდან დაიწყება. მისი ხილვა პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.
UFC 312-ის პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს ექსკლუზიურად, მხოლოდ setantasports.com-ზე შეეძლება. ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
UFC 312 – თოფურია vs თიქნესი
ალექს თოფურიას ბრძოლას საქართველოს დროით 05:00 საათიდან უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მეინ ივენთს – დრიკუს დუ პლესისისა და შონ სტრიკლენდის ბრძოლა 07:00 საათიდან დაიწყება.
საგულისხმოა, რომ პრელიმებზე პირველი ბრძოლა სწორედ ალექსანდრე თოფურიას მონაწილეობით იქნება.
Card | Weight Class | Fighter 1 | Fighter 2 |
---|---|---|---|
Main Card | Middleweight Title | დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა) | შონ სტრიკლენდი (აშშ) |
Main Card | Women’s Strawweight Title | ჟანგ ვეილი (ჩინეთი) | ტატიანა სუარესი (აშშ) |
Main Card | Heavyweight | ჯასტინ ტაფა (ახალი ზელანდია) | ტალისონ ტეიშეირა (ბრაზილია) |
Main Card | Light Heavyweight | ჯიმი კრუტე (ავსტრალია) | როდოლფო ბელატო (ბრაზილია) |
Main Card | Welterweight | ჯეიკ მეთიუსი (ავსტრალია) | ფრანსისკო პრადო (არგენტინა) |
Prelims | Featherweight | ჯეკ ჯენკინსი (ავსტრალია) | გაბრიელ სანტოსი (ბრაზილია) |
Prelims | Lightweight | ტომ ნოლანი (ავსტრალია) | ვიაჩესლავ ბორშჩევი |
Prelims | Women’s Flyweight | ვანგ ცონგი (ჩინეთი) | ბრუნა ბრაზილი (ბრაზილია) |
Prelims | Bantamweight | კოლბი თიქნესი (ავსტრალია) | ალექსანდრე თოფურია (საქართველო) |
Early Prelims | Lightweight | რონგჟუ (ჩინეთი) | კოდი სტილი (აშშ) |
Early Prelims | Welterweight | ჯონათან მიქალეფი (ავსტრალია) | კევინ ჟუსე (საფრანგეთი) |
Early Prelims | Lightweight | ქუილან სალკილდი (ავსტრალია) | ანშულ ჯუბლი (ინდოეთი) |
UFC 312 Qudos Bank Arena-ზე, სიდნეის ოლიმპიურ პარკში გაიმართება. ამ ბრძოლისთვის სამზადისში ალექსანდრე თოფურიას, ჩემპიონები, ძმა ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი და გურამ ქუთათელაძე ეხმარებოდნენ.
თოფურია vs თიქნესი შეგვიძლიათ თოფურიას გუნდი vs ვოლკანოვსკის გუნდი – მორიგ დაპირისპირებად აღვიქვათ. რადგან თიქნესი ალექსის სპარინგ პარტნიორი და გუნდის წევრია.
ილიამ კი მცირე ხნის წინ სწორედ ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხებით მიიღო საჩემპიონო ქამარი, რომელიც პირველი იყო UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის.