Setanta Sports-ზე ინგლისური ფეხბურთი, ამჯერად, FA Cup-ით გრძელდება – მსოფლიოში უძველესი ეროვნული საფეხბურთო გათამაშება, რომელიც პირველად 1871–72 წლების სეზონში ჩატარდა, 9 იანვრიდან 1/32-ფინალებით განახლდება.
საინტერესო, დაძაბული და, რაც მთავარია, სენსაციებით სავსე მარათონი ნებისმიერი ინგლისური გუნდისთვის სანატრელი და პრესტიჟული თასია.
FA Cup – ფულემი – უოტფორდი
9 იანვარს, 23:45 საათზე ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატში დაიწყება – ფულემი ჩემპიონშიპში მყოფ გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდს დაუპირისპირდება.
ფულემი მატჩს 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით ხვდება, თუმცა გუნდმა პირველი დეკემბრის შემდეგ, მხოლოდ ორჯერ მოიგო და ხუთჯერ შეხვედრა ფრედ დაასრულა. გასულ თვეში ჩელსისთან გამარჯვებით, ხოლო არსენალთან და ლივერპულთან ფრით, ფულემი თავის სიძლიერეს ამტკიცებს.
უოტფორდის ფორმა იდეალური არ არის, რადგანაც ჩემპიონშიპის ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში დამარცხდნენ. გასვლაზე თამაში გუნდისთვის არც თუ ისე მიმზიდველია, მათ 12 თამაშიდან რვა წააგეს, მხოლოდ ორი მოიგეს და დანარჩენი ორი ფრედ დასრულდა.
ფულემმა ბოლო ექვსი მატჩიდან უოტფორდის წინააღმდეგ (3 ფრე, 3 წაგება) ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა და ამ დროის განმავლობაში, ჯამში 14 გოლი გაუშვა.
FA Cup – მანჩესტერ სიტი – სალფორდ სიტი
მანჩესტერ სიტი ინგლისის ასოციაციის თასის მორიგი ტრიუმფისთვის სვლას ეტიჰადზე მე-2 ლიგის გუნდთან, სალფორდ სიტისთან იწყებს. მოსალოდნელია, რომ გვარდიოლას შეგირდები მატჩს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდებიან.
მეორე ლიგაში ზედიზედ ექვსი გამარჯვების შემდეგ სალფორდი ურთულესი გამოცდის წინაშე დგება, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
ამ სეზონში მანჩესტერ სიტი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს – პრემიერ ლიგის ამჟამინდელი ჩემპიონი მეექვსეა ლიგაში. პეპის ბიჭები ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავენ, ამიტომ FA თასისთვის კიდევ უფრო მონდომებით ბრძოლა ალოგიკური არ იქნება.
სტუმრები დაცვაში შესანიშნავად თამაშობენ – ლიგის ბოლო რვა მატჩიდან შვიდში კარი მშრალად შეინახეს და დომინანტურად გაიმარჯვეს.
საინტერესოა, რომ აქამდე, ეს ორი გუნდი ერთმანეთს ასოციაციის თასზე არასდროს შეხვედრია.
FA Cup – არსენალი – მანჩესტერ იუნაიტედი
12 იანვარს, 19:00 საათზე საფეხბურთო ზეიმია. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფორმაში არიან გუნდები, არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო და სანახაობრივია.
აღსანიშნავია, რომ ეს ლიგის თასის ისტორიაში ორი ყველაზე წარმატებული კლუბის დაპირისპირება იქნება – მეთოფეები 14 ტიტულით იწონებენ თავს, ხოლო ეშმაკებს ერთით ნაკლები, 13 ტიტული აქვთ.
რუბენ ამორიმისთვისა და მისი შეგირდებითვის წლის, მართლაც, საშინელი დასასრულის შემდეგ 2025 წელიც რთული მატჩებით იწყება – ენფილდზე გასვლის შემდეგ (2-2) მანჩესტერ იუნაიტედი ემირეითზე არსენალის წინააღდეგ ითამაშებს, თუმცა ლივერპულთან შესანიშნავი პერფორმანსი გულშემატკივრებს რაღაც პოზიტიურ ჰპირდება.
არსენალი პრემიერ ლიგის პირველადგილოსან ლივერპულთან ყველაზე ახლოს იმყოფება, თუმცა არც მათი ფორმაა გადასარევი. ჩემპიონატში ბრაიტონთან ფრის შემდეგ არტეტას ბიჭები EFL თასზე ნიუკასლთან დამარცხდნენ. მათი შემდეგი სამი მატჩი კი ასეთია – მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი და ასტონ ვილა.
FA Cup – ჩელსი – მორკამი
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეუსაბამობა ასოციაციის თასის მესამე რაუნდში ამ შაბათს სტემფორდ ბრიჯზე გაიმართება, სადაც ჩელსი მეორე ლიგაში მებრძოლ მორკამბს შეხვდება.
ჩელსი ნამდვილად შთამბეჭდავია ამ სეზონში, თუმცა ბოლო პერიოდში არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებიან – ბოლო ოთხ თამაშში 2 წაგება და 2 ფრე.
მორკამბზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ გუნდი მეორე ლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფება და ჩელსისთან თითქმის უშანსოდაა. მათ EFL-ში ერთ-ერთი ყველაზე პატარა გუნდი ჰყავთ – ის კიდევ უფრო შემცირდა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პირველ კვირაში ჩარლი ბრაუნის აკრინგტონ სტენლიში წასვლის შემდეგ.
შაბათს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 2021 წელს, FA თასის მესამე რაუნდში ჩელსის გამარჯვებით (4-0) დასრულდა. ამასთან, მორკამბი ასოციაციის თასის ისტორიაში პრემიერ ლიგურ გუნდს სამჯერ დაუპირისპირდა და სამჯერვე დამარცხდა, ბურთების შეფარდება 10-1-ზე.
FA Cup – ლივერპული – აკრინგტონ სტენლი
შაბათს ინგლისის თასზე ლივერპული ენფილდზე ეკრინგტონ სტენლის მასპინძლობს. პრემიერ ლიგის ლიდერები აბსოლუტური ფავორიტები არიან და მათი დამარცხება მე-2 ლიგის გუნდისთვის წარმოუდგენლად რთული იქნება.
ლივერპული საოცარ ფორმაშია და ყველაფერთან ერთად, ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობს. მანჩესტერ იუნაიტედთან ფრის შემდეგ არნე სლოტის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში წამგებიანი პოზიციიდან 13 ქულა აიღეს, რაც ჩემპიონის მენტალიტეტია.
ეკრინგტონ სტენლი, ალბათ, ეგუება, რომ ამ დაპირისპირების უპირობო აუტსაიდერია, თუცა ლივერპულის დონის გუნდთან დაპირისპირება მხოლოდ მოგება-წაგებას არ ეხება. გუნდი ამჟამად მეორე ლიგაში თამაშობს და 23 ტურის შემდეგ მე-19 ადგილზეა. მათ 2024-25 წლების სეზონის განმავლობაში მხოლოდ ექვსჯერ გაიმარჯვეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი გამარჯვება სტუმრად მოიპოვეს.
გუნდები ერთმანეთს 1955-56 სეზონის შემდეგ პირველად დაუპირისპირდებიან – მაშინ ლივერპულმა FA თასის მესამე რაუნდში დამაჯერებელი გამარჯვება (2-0) მოიპოვა. ხაზგასასმელია, რომ ეკრინგტონმა პრემიერ ლიგურ გუნდებთან ასოციაციის თასზე 3-დან 3 თამაში წააგო.
FA Cup – კალენდარი
9 იანვარი, 23:45 | ფულემი vs უოტფორდი | setantasports.com ; Setanta Sports 1 |
9 იანვარი, 23:45 | ევერტონი vs პიტერბორო | setantasports.com ; Setanta Sports 2 |
10 იანვარი, 23:55 | ასტონ ვილა vs ვესტ ჰემი | setantasports.com ; Setanta Sports 2 |
11 იანვარი, 16:15 | ლივერპული vs აკრინგტონ სტენლი | setantasports.com ; Setanta Sports 2 |
11 იანვარი, 19:00 | ბორნმუთი vs ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | setantasports.com |
11 იანვარი, 19:00 | ჩელსი vs მორკამი | setantasports.com |
11 იანვარი, 21:45 | მანჩესტერ სიტი vs სალფორდ სიტი | setantasports.com |
12 იანვარი, 19:00 | არსენალი vs მანჩესტერ იუნაიტედი | setantasports.com ; Setanta Sports 1 |