სარჩევი
efl თასის ნახევარფინალი წილისყრა } Setanta Sports

EFL თასის ნახევარფინალი – წილისყრის შედეგები ცნობილია. ლიგის თასზე არსენალი ნიუკასლს, ხოლო ტოტენჰემი ლივერპულს დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრები ლონდონში, ემირეითსა და ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე შედგება. მატჩები 8 იანვრისა და 6 თებერვლის კვირებში გაიმართება. ზუსტი თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნახევარფინალური ეტაპი ტოტენჰემმა დააკომპლექტა. დეზებმა 7-გოლიან თრილერში მანჩესტერ იუნაიტედი 4-3 დაამარცხეს.

ჯონი ევანსმა 90+4 წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა რუბენ ამორიმის გუნდმა მეტი ვეღარ შეძლო.

EFL თასის მატჩების ხილვა setantasports.com-ზე შეგიძლიათ. პრომო კოდების NEWS24 და YEAR24 გამოყენების შემთხვევაში კი თვისა და წლის გამოწერებზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

პრომო კოდით სარგებლობა ერთ მომხმარებელს მხოლოდ 1-ელ შეუძლია.