სარჩევი
საქართველო U21 ევროპის ჩემპიონატზე - ეს უკვე ახალი ისტორიაა | Setanta Sports

საქართველო U21 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდმა ხორვატია U21 პენალტების სერიაში 7:6 დაამარცხა.

პირველი შეხვედრა საქართველო U21-ს 1-0 ჰქონდა მოგებული. შესაბამისად, რიეკაში ხელს ფრეც გვაძლევდა.

მატჩში ანგარიში ივიცა ოლიჩის გუნდმა გახსნა. დიონ ბელიომ მასპინძლები მე-10 წუთზე დააწინაურა. საპასუხო გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა. ლუკა გაგნიძემ შორეული დარტყმით 28-ე წუთზე გაათანაბრა.

63-ე წუთზე იმავე დიონ ბელიომ პენალტით გაიტანა. ამ ანგარიშზე დამატებითი ტაიმები ინიშნებოდა. თუმცა მერე ვნახეთ ის, რითიც განებივრებულები ნამდვილად არ ვართ.

ვნახეთ სტანდარტი და ვნახეთ სამწვრთნელო შტაბის დაგეგმილი და ფეხბურთელების შესრულებული ჯარიმა. ის ლამაზ გოლად ნოდარ ლომინაძემ გარდაქმნა, რომელიც საბა ხვადაგიანთან ერთად პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.

ევროპის კვალიფიკაციის პლეი ოფი ექსტა ტაიმებში მარინ შოტიჩეკმა გადაიყვანა. ხორვატებმა 92-ეზე გაგვიტანეს.

ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებული 3-3 არც 15 წუთიან ტაიმებში შეცვლილა და საქმე პენალტებამდე მივიდა.

ირაკლი აზაროვს პირველი პენალტი გაუცუდდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მე-5 პენალტის გატანის შემთხვევაში ხოჯას ხორვატია ევროპაზე გაჰყავდა.

თუმცა ლუკა ხარატიშვილმა ჯერ ბურთის ახლოს დაგდებით, დამრტყმელზე ფსიქოლოგიური გავლენა იქონია, მერე კუთხე გამოუცნო და მერე ოლივერ კანის სტილში, მაჯით მოიგერია კუთხეში, მაღალი დარტყმული.

მერე ქართველებმა კიდევ 3 პენალტი გამოიყენეს, ხარატიშვილმა კი კიდევ ერთი მოიგერია და ისტორიაც დაიწერა.

საქართველო U21 ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს სლოვაკეთში ითამაშებს. U21 EURO 2025 11-28 ივლისს შუალედში ჩატარდება. წილისყრას, 3 დეკემბერს, ბრატისლავა უმასპინძლებს.

აქამდე U21 იყო ერთადერთი ნაკრები, რომელსაც საკვალიფიკაციოს გავლით ევროპა არ ეთამაშა. დღეს კი ეს ნავსიც გატყდა. ცხადია, ეს რამაზ სვანაძის, მთლიანი სტაფისა და ფეხბურთელების დამსახურებაა.

საქართველო U21 – ფეხბურთელების კომენტარები