სარჩევი
ინტერი vs ნაპოლი - პრევიუ | Setanta Sports

ინტერი vs ნაპოლი – უყურე კალჩოს ტიტანების შერკინებას ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობით setantasports.com-ზე.

ინტერი vs ნაპოლი – სათამაშო ფორმა

სერია ა-ს მე-12 ტურის გამორჩეული შეხვედრა კვირას შედგება მოქმედ ჩემპიონ ინტერსა და ცხრილის ამჟამინდელ ლიდერს, ნაპოლის შორის. პართენოპეიმ გასულ კვირას, ყველასათვის მოულოდნელად, სრული ფიასკო განიცადა. ანტონონიო კონტეს შეგირდები ლა დეასთან 3-ბურთიანი სხვაობით განადგურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში პირველობა შეინარჩუნა ნაპოლიმ, ვენეციასთან ინტერის არადამაჯერებელი, მაგრამ მაინც 3 ქულის მომტანი პერფორმანსის შედეგად, ცხრილში სხვაობა 1-ქულამდე შემცირდა.

სიმონე ინძაგის გუნდმა შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, არსენალიც დაამარცხა და განწყობა კიდევ უფრო აიმაღლა. ამრიგად, ბიშონეს უკანასკნელი 9 მატჩიდან 8 მათგანის მოგება მოახერხა, ის ერთიც იუვენტუსთან ყაიმია. უნდა ითქვას ისიც, რომ ინტერმა ზედიზედ სამ მოგებას მოუყარა თავი, რასაც ჯუზეპე მეაცაზე ლაუტარო მარტინესის მშრალი სერიის დასრულებაც დაემატა. ელ ტოროს 8 თვის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი სერია ა-ს მატჩში, რომელსაც ინტერი მასპინძლობდა.

ნაპოლიმაც დაასრულა თავისი სერია, ნეაპოლელები 28 თამაშის განმავლობაში ახერხებდნენ გოლის გატანას სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე.

ინტერი vs ნაპოლი – ტრავმირებულები

ინტერს ფრანჩესკო აჩერბი და ჰაკან ჩალჰანოღლუ დაუბრუნდნენ ლაზარეთიდან, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ინტერს, კარლოს აუგუსტოს გარდა, თითქმის მთელი გუნდი ეყოლება მზად ამ ბლოკბასტერისთვის.

რაც შეეხება ნაპოლის, ტრავმირებული სტანისლავ ლობოტკა გამოჯანმრთელდა და ბილი გილმორს კონკურენტი დაუბრუნდება. იმის გამო, რომ ანტონიო კონტეს მარიო რუისთან ვერ აეწყო კარგი ურთერთობა და ლეონარდო სპინაცოლაც არ არის სათანადო ფიზიკურ კონდიციაში, ნეაპოლელთა დაცვის მარცხენა ფლანგზე მატიას ოლივეირა ითამაშებს და დახმარების გამწევ ძალად მოევლინება ხვიჩა კვარაცხელიას სივრცეების გამოთავისუფლების ნაწილში

ინტერი vs ნაპოლი – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა სერია ა-ში ასე გამოიყურება: 11 მატჩი, 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. ცხადია, ქართველ შემტევზე ყოველთვის მეტის მოლოდინია, მაგრამ ეს მაჩვენებლები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ნუმერო სეტანტასეტე სეზონის სტარტზევე ჩინებულ ფორმაშია. სერია ა-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ, ოქტომბრის საუკეთესოობაზეც გაიწევს. მასთან ერთად ნომინანტთა შორისაა მატეო რეტეგი, მარკუს ტურამი, ფრანსისკო კონსეისაუ, ნუნუ ტავარეში და იასინ ადლიც.

Setanta Sports-ის ფასდაკლება და პრომო კოდი

შეხვედრა 10 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე ნახავთ. პლატფორმაზე თვის გამოწერაზე 30 %-იანი ფასდაკლების მისაღებად პრომო კოდი NEWS24 შეგიძლიათ გამოიყენოთ.
წლიურ გამოწერაზე კი YEAR24 ასევე 30 %-იანი ფასდაკლების მიღებაში დაგეხმარებათ.
ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები ანდრო ხელაძე და ლუკა მილორავა იქნებიან.

ლიონი vs სენტ-ეტიენი – ქართული დერბი ლიგა 1-ში

ინტერისა და ნაპოლის დაპირისპირების პარალელურად, საფრანგეთში რონის დერბი აიღებს სტარტს. რონის დერბიში ქართულ დერბის კი გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი შექმნიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Sports 2-ზე, setantasports.com-სა და Setanta Sports-ის იუთუბის გვერდზე შეძლებთ.

ლიონი vs სენტ ეტიენი – მიქაუტაძე vs დავითაშვილი