სარჩევი
ლივერპული vs ჩელსი ქვიზი | Setanta Sports
2024 ოქტ 18, 21:12 შშ
0 წუთის საკითხავი
ლივერპული Vs ჩელსი
რომელ ფეხბურთელს აქვს გატანილი ყველაზე მეტი გოლი ლივერპულისა და ჩელსის დაპირისპირებებში?
ვის სახელსა და გვარს უკავშირდება ყველაზე მეტი მატჩის ჩატარება ამ გუნდების ურთიერთშეხვედრაში? თუ გეტყვი, რომ ბრენდან როჯერსის ლივერპულიდან წასვლა ტიერი ანრისა და ამ ფეხბურთელს ძალიან გაუკვირდათ სქაი სპორტსის ეთერში.
უშუალოდ პრემიერ ლიგაში, როდესაც მერსისაიდის წითელი და ლონდონის ლურჯი მხარის წარმომადგენლები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, 1992 წლის 5 სექტემბერი იყო. მიგანიშნებ და გეტყვი, რომ ეს შეხვედრა ლივერპულელების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ თუ იცი, პრემიერლიგურად ვინ იქუხა და გახსნა ცეცხლი პირველად?
მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგა ჩამოყალიბდა, ვინ არის ის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ჰეთ თრიკით გამოირჩა ლივერპულისა და ჩელსის მატჩში? თუ დახმარების სახით გეტყვი, რომ 1996 წელი მისი კარიერის მწვერვალი იყო.
ჩამოთვლილთაგან რომელი არ გადასულა ლივერპულიდან ჩელსიში პირდაპირ და გზად სხვა გუნდებშიც მოუწია გავლა?
2013 წელს ლუის სუარესის სკანდალური ამბები და 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია სწორედ ლივერპული-ჩელსის გამოძახილია. გახსოვს, ვინ ამოირჩია სამიზნედ და ვინ გაიმეტა საკბენად ელ პისტოლერომ?
ჩამოთვლილთაგან რომელმა ფეხბურთელმა ჩაატარა უფრო მეტი მატჩი ჩელსის რიგებში, ვიდრე - ლივერპულის?
2013/14 წლების სეზონი გვახსოვს და ისიც სტივენ ჯერარდის ფეხის დაცდენის შემდეგ შექმნილი უპირატესობით დემბა ბამ რომ ისარგებლა. მაგრამ აღნიშნული მატჩი 0-2 დასრულდა, გახსოვს ვინ მოკლა ინტრიგა მეორე გოლით, როგორც თამაშში, ისე საჩემპიონო რბოლაში?
ჩელსის დროებითი მწვრთნელებიდან რომელს ხვდა წილად ის პასუხისმგებლობა, რასაც ლივერპულის წინააღმდეგ გუნდის გაყვანა ჰქვია?
ვნახოთ, ამ გუნდების პრემიერლიგური ბოლო ჯახი როგორ გახსოვს - დაასახელე ფეხბურთელი, რომელმაც ამ შეხვედრაში გაიტანა პირველი გოლი ლივერპულის მაისურით. დაგეხმარები და გეტყვი, რომ ეს გოლი ჯერ კიდევ ერთადერთად რჩება მის ლივერპულურ კარიერაში.
Use Shift+Tab to go back