სარჩევი
უკრაინა vs საქართველო - ქვიზი | Setanta Sports
2024 ოქტ 11, 18:17 შშ
0 წუთის საკითხავი
ukraine-georgia
უკრაინისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშიათ. რამდენი გამარჯვება აქვს საქართველოს ურთიერთშეხვედრებში?
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების საუკეთესო ბომბარდირი, 3 გოლით ეს ფეხბურთელია. დაასახელეთ, ვისზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრები გაუწვრთნია.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინასთან პირველი სამი შეხვედრა გოლის გატანის გარეშე დაასრულა. ხომ არ გახსოვთ, ამ გუნდების მეოთხე მატჩში, ჯვაროსნების მხრიდან, ვინ გახდა გოლის ავტორი?
ამჟამინდელ სანაკრებო პაუზასაც შევეხოთ - ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირველად მოხვდა საქართველოს ნაკრების განაცხადში და შესაძლოა სადებიუტო მატჩიც ჰქონდეს უკრაინის წინააღმდეგ. ხომ არ გახსოვთ, ვინ არის ეს ფეხბურთელი?
გვითხარი, საქართველოს ნაკრების მხრიდან, ვინ არის საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე ერთა ლიგაზე?
კარგი და ხომ არ გახსოვს, ვის აქვს ყველაზე მეტი გატანილი გოლი ქართველთა მხრიდან ერთა ლიგის მთლიან ისტორიაში?
უკრაინისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებებში ჯვაროსანთა მწვრთნელის ამპლუა ყველაზე მეტჯერ (2-ჯერ) ორ ადამიანს მოურგია, ერთი ვლადიმირ გუცაევია, ვინ არის მეორე?
უკვე გავიგეთ, რომ ქართველთა მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ პირველი გოლი ლადო ბურდულს ეკუთვნის, მაგრამ ასევე ხომ არ გახსოვს ბოლო გოლის ავტორის ვინაობა ამ გუნდების ბოლო გადაკვეთისას?
საქართველოს ნაკრების მხრიდან საჯარიმო დარტყმის შედეგად გატანილი ბევრი გოლი ნამდვილად არ გვახსენდება, მაგრამ ეს ფეხბურთელი იმ მცირერიცხვოვან მოთამაშეთა სიაშია, რომელმაც ეს მოახერხა და თანაც უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ. გახსოვს, ვინ აიღო ლურჯ-ყვითელთა კარი ჯარიმიდან?
როგორც ვიცით, უკრაინამ და საქართველომ საფეხბურთო დამოუკიდებლობა დაახლოებით ერთ პერიოდში მოიპოვეს. უკრაინის მხრიდან პირველი გოლი (ოფიციალურ შეხვედრაში, და არა - ამხანაგურ მატჩში) სერჰიი კონოვალოვს ეკუთვნის. თუ გახსოვს, ვინ გაიტანა პირველი გოლი ოფიციალურ მატჩში საქართველოს ნაკრებში, თუ მინიშნების სახით გეტყვი, რომ ეს უელსის ნაკრების წინააღმდეგ იყო?
Use Shift+Tab to go back