სარჩევი
ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან - ქართული შეძახილები იავნანასავით ჩამესმოდა

ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან – Setanta Sports-ს UFC-ის ქართველი ჩემპიონი სტამბაში, D ბლოკში ესტუმრა. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონთან ინტერვიუ ჩვენმა კომენტატორმა მინდია წიკლაურმა ჩაწერა.

სტამბაში გამართულ შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა. მერაბს Setanta Sports-ის MMA გუნდის სხვა წევრები და გულშემატკივრებიც გაესაუბრნენ. დიალოგი აბსოლუტურად ყველა აქტუალურ თემას შეეხო. ქართველმა ჩემპიონმა კი აუდიტორიასთან ერთად საუცხოო, ლაღი და თავისუფალი ატმოსფერო შექმნა.

ინტერვიუს სრულ ვერსიას Setanta Sports-ის Youtube და Facebook გვერდებზე იხილავთ. მანამდე კი მცირე ამონარიდებს ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.

მერაბ დვალიშვილი ინტერვიუ

ინტერევიუს დასაწყისშივე UFC-ის სუპერს მსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა თქვა, რომ მიღწეულით ტკბობას არ აპირებს და საქართველოში ყოფნის დღეებშიც კი არ წყვეტს ვარჯიშს.

ეს მისმა სპარინგ პარტნიორმაც დაადასტურა, რომელიც მერაბის გუნდს Setanta Sports-ის ოფისში თან ახლდა.

ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ, წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები მაქვს.

სულ თავიდან, ამერიკაში რომ მივდიოდი, შრომისთვის მზად ვიყავი, თუმცა ამას არ ველოდი.

ჩასვლის დღიდან ვცდილობდი წარმომეჩინა საქართველო. დღეს აღარ გვჭირდება, იმის ახსნა – ვინ ვართ, საიდან ვართ.

ცხადია, ინტერვიუს შონ ომალისთან საჩემიონო ბრძოლის განხილვის გარეშე არ ჩაუვლია.

“შონთან ბრძოლა მას შემდეგ მსურდა, რაც UFC-ში ვართ. ერთი რომ ძლიერ მოწინააღმდეგესთან მიმდონდა მებრძლა, და ეს საბოლოოდ ქამრისთვის რომ მოხდა, საუცხოო იყო.

ბრძოლის დროს რომან დოლიძის და სხვა ქართველი გულშემატკივრების შეძახილები იავნანასავით ჩამესმოდა.

ბრძოლის შემდეგ კი რომ ვნახე ფილარმონიასთან რაც ხდებოდა, და მთლიანად საქართველოშიც, ეს არის ის რისთვისაც ვიბრძვით.

ზოგადად ემიგრანტებს საქართველოს მონატრება ძალას გვმატებს, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს.”

მერაბმა საკუთარ შემართებასა და მიდგომაზეც ისაუბრა. ცხადია, ქართველი მანქანის პასუხი ბოლომდე ბრძოლასა და მაქსიმუმის გაღება იყო.

“ზოგადად, ყველა ბრძოლისთვის და არამარტო, პასუხისმგებლობა მაქვს რომ ბოლომდე დავიხარჯო. მე თუ მაქსიმუმს გავიღებ და მაინც დავმარცხები ამ მარცხს ღირსეულად მივიღებ.

ყველა შეიძლება დამარცხდეს, მაგრამ მთავარია როგორ მიიღებ ამ მარცხს. მარცხის მიზეზი ყველაფერი შეიძლება გახდეს. თუმცა მთავარია როგორ დაბრუნდები. ეს ზოგადად, ისე კი დამარცხებაზე არ ვფიქრობ.”

მანამდე, დღის განმავლობაში მერაბ დვალიშვილის ირგვლივ აქტუალური საქართველოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის გადაცემის ამბავი იყო. UFC-ის ჩემპიონმა კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა.

“ისედაც ვაპირებდი საქართველოში MMA-ის აღორძინებასა და განვითარებაში წვლილის შეტანას. დღეს როდესაც პოსტი წავიკითხე – მაშინვე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მინდა, ეს როგორც იმ მაგარ მებრძოლებს და ქართველ ბიჭებს გამოადგეს, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან ამ სახეობაში, ასევე ახალ თაობას, რომელიც ჯერ MMA-ში არ არის.”

ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან – UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონთან Setanta Sports-ის სრულ ინტერვიუს მოკლე ხანში სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე იხილავთ.