სარჩევი
UFC 306 - მერაბ დვალიშვილი vs შონ ომალი საჩემპიონო ბრძოლის დღე | Setanta Sports
2024 სექ 14, 15:14 შშ
2 წუთის საკითხავი

UFC 306 მერაბ დვალიშვილი vs შონ ომალი – ქართველი მანქანის საჩემპიონო ბრძოლა – ივენთამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. ამ სტატიაში გაიგებ ყველა დეტალს, რაც ბრძოლის შესახებ გაინტერესებს, ან უნდა იცოდე.

როდის არის დვალიშვილი vs ომალი

ბრძოლა საქართველოს დროით 15 სექტემბერსაა. გამთენიისას, დილას, 07:00 საათიდან მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლას ერთად დაველოდებით.

მანამდე უნიკალურ ნაგებობა, Sphere-ში იმავე ღონისძიების სხვა ბრძოლები 03:30-დან დაიწყება. მთავარი ბრძოლა დვალიშვილსა და ომალის შორის გაიმართება, თუმცა MMA-ის მოყვარულებს, ან თუნდაც ახალბედებს გულგრილს არც სხვა ორთაბრძოლები დატოვებს.

სად ვუყურო UFC 306 – მერაბ დვალიშვილი vs შონ ომალი პირდაპირი რეპორაჟი

მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა პირდაპირ ეთერში მხოლოდ setantasports.com-ზე იქნება. ცხადია, საქართველოს ვგულისხმობ. თუ მაინცდამაინც რუსების რომელიმე მეკობრეულ საიტზე თვალების დათხრა და ფიშინგის რეკლამებთან ბრძოლა არ გაქვს გეგმაში, ამ შემთხვევაში ლეგალურად, კანონიერად, ისტორიულ ბრძოლას, გემრიელად, კომფორტულად და ხარისხიანად setantasports.com-სა და აპლიკაციაში ნახავ.

ფასდაკლება Setanta Sports-ზე – პრომო კოდი NEWS24

თუ Setanta Sports-ის ფასდაკლების პრომო კოდს ეძებ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. NEWS24 ზუსტად ისე, როგორც აქ წერია, რეგისტრაციისას ან გამოწერის განალებისას გამოიყენეთ ეს პრომო კოდი და თვიურ გამოწერაზე 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

შეგიძლიათ ეს პროცესი ამ ბანერზე ხელის დაჭერით მარტივად დაიწყოთ.

დვალიშვილი vs ომალი – ჩემპიონობის დროა

მერაბ დვალიშვილი ამ ბრძოლას 2018 წლიდან მოყოლებული ითხოვს. ქართველმა სპორტსმენმა UFC-ში მართლაც უდიდესი გზა გაიარა. მისი კარიერა როგორც მთლიანად MMA-ში, ასევე აშშ-ში გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა მერაბმა ყველაფერს ღირსეულად უპასუხა.

სამშენებლო უსაფრთხოების ქამრიდან UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრამდე მერაბმა 2012-დან 2024-მდე, 12 წელი დახარჯა, მუხლჩაუხრელი შრომა გასწია და ყველა დაბრკოლებას და გამოწვევას უპასუხა.

ახლა კი ჩემპიონობის დროა.

ბრძოლამდე დვალიშვილი vs ომალი ბრძოლის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას შეგიძლიათ Facebook-ზე Fight Night Georgia-ზე გაეცნოთ.