სარჩევი
ქოჩორაშვილის გოლი - მიეცი ხმა მე-2 ტურის საუკეთესოს | Setanta Sports
2024 სექ 11, 20:14 შშ
1 წუთის საკითხავი

გიორგი ქოჩორაშვილის გოლი ერთა ლიგის მე-2 ტურის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის. ხმის მიცემა UEFA-ს ოფიციალური გვერდის ამ ლინკზე შეგიძლიათ.

ქოჩორაშვილის გოლი

ქოჩორა საქართველოს ნაკრებში სულ რაღაც 1 წელია რაც თამაშობს, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში შეუცვლელ ფიგურად იქცა.

სრულფასოვანი თამაშის გარდა გიორგიმ ბოლო 2 მატჩში 2 გოლიც გაიტანა. ჯერ ჩეხეთთან გიორგი ჩაკვეტაძის ულამაზესი პასით შეაგდო, ახლა კი ალბანეთს გასვლაზე მატჩის ერთადერთი გოლი გაუტანა.

ერთა ლიგის მე-2 ტურის საუკეთესოობისთვის 4 გოლის 4 ავტორი იბრძვის. გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველო), ბენიამინ შეშკო (სლოვენია), ენეს ბარდი (ჩრდ. მაკედონია) და იუსუფ იურარი პოულსენი (დანია).

ქოჩორაშვილი ლევანტეში

სანაკრებო მატჩების შემდეგ ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ. ქოჩორას გარეშე ლევანტემ წაუგებელი სერია 4-მდე გაზარდა და გასვლაზე კარტახენა დაამარცხა.

მომდევნო ტურში ლევანტე შინ ელდენსეს ეთამაშება.

გიორგის ანგარიშზე ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ სამ მატჩში 1-1 გოლი და საგოლე გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ ორივე განსაკუთრებული სილამაზის იყო.

setantasports.com-ზე 30 %-იანი თვიური ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ პრომო კოდი NEWS24 გამოიყენოთ.