სარჩევი

არაფერი აკლია მიმდინარე პლეიოფებს. არც დრამა, არც სანახაობა, არც გამორჩეული ინდივიდუალური პერფორმანსები, არც მოულოდნელობის ეფექტი.

დენვერისა და მინესოტას დაპირისპირება ბოლომდე ამართლებს მოლოდინს. ჯერ ტიმბერვულვზმა მოიგო ორი შეხვედრა დენვერში, ენტონი ედვარდსის შესამჩნევი დომინაციით, მერე ნიკოლა იოკიჩს MVP-ის ჯილდო გადასცეს და შეახსენეს რომ დღესდღეობით საუკეთესო მოთამაშეა, ერთგვარი გზავნილი იყო – არ გაქვს უფლება ასე მარტივად წააგოო.

ჰოდა, დაიწყო..

გუშინ დენვერმა გასვლაზე დააქამბექა. სერიაში ანგარიში 2:2 ია. კვლავ ბრწყინვალე იყო ენტონი ედვარდსი, რომელმაც 44 ქულა ჩააგდო.

დენვერმა მაინც მოიგო – 115:107.

ამ შეხვედრის მთავარ ჰაილაითად კი ჯამალ მარის წარმოუდგენელი სამქულიანი გახდა, რომელმაც რეჯი მილერიც კი შოკში ჩააგდო. ჯამალმა ბურთი ჩაჭრა და პირველი ნახევრის მიწურულს სროლა მოასწრო – ბაზერ ბითერი!

შესაძლოა, ამჯერად ლიგის ორი საუკეთესო გუნდის შეხვედრას ვადევნებდეთ თვალყურს, შესაძლოა, ეს ნაადრევი ფინალიც კი იყოს. ვინც გაივლის, ბეჭედთანაც ის მივა. რა და როგორ ჩაივლის ამას ვნახავთ, მაგრამ ამჟამად მართლაც ასეთი შთაბეჭდილება რჩება.

დღეს გამთენიისას Game 4-ის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. კლივლენდ კავალიერსმა ბოსტონ სელტიკსი მიიღო, დალას მავერიქსმა კი ოკლაჰომა სიტი. ერთ შეხვედრაში ანგარიში გათანაბრდა, მეორეში კი ერთი ნაბიჯი რჩება კონფერენციის ფინალამდე.

კლივლენდ კავალიერსი vs ბოსტონ სელტიკსი

ლებრონ ჯეიმსი იყო ტრიბუნაზე. კლივლენდის თამაშს დაესწრო, ლებრონს “უყვარს” ბოსტონი, ალბათ ძალიან სურდა პარკეტზე ყოფნა, მაგრამ ლეიკერსი ამ ეტაპისთვის მზად არ არის. ამიტომ, მაყურებლის როლში ვიხილეთ.

კლივლენდისთვის მთავარი პრობლემა მეორე კაცი იყო ტრიბუნაზე, დონოვან მიჩელს ტრავმა აქვს და თამაშს ვერ ახერხებს, ლებრონის არ იყოს ისიც მაყურებლის როლში იყო. რომელმა უფრო მეტად ინერვიულა არ ვიცი და არც აქვს ამას მნიშვნელობა, ნერვიულობა შედეგს ვერ შეცვლიდა, ვერც მიჩელისა და ვერც ლებრონის.

კარგი იყო დარიუს გარლანდი – 30 ქულა, 3 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა. 13-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/27.

თუმცა, ვერ გარლანდმა შეცვალა სცენარი – ბოსტონმა 109:102 მოიგო.

მშვიდად, თითქოს ძალების დაზოგვით აგროვებენ ქულებს ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი. იქნებ ახლა არის სწორი დრო? იქნებ მოვიდა ბეჭდის დრო? კი, ისმის ეს კითხვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბოსტონს რაღაც აკლია. თუნდაც მოიგონ, მაინც ასეთი სთაბეჭდილება დამრჩება.

ტეიტუმის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 33 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, FG – 11/25.

27 ქულა, 8 მოხსნა და 1 ასისტია ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე. 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/15.

დალას მავერიქსი vs ოკლაჰომა სიტი

დალასმა ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან რომ სერიაში 3:1 დაწინაურებულიყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყვნენ, ბოლო მეოთხედში კი უპირატესობა ხელიდან გაუშვეს. ამას დავუმატოთ ლუკას გაცუდებული საჯარიმო 10 წამით ადრე, როცა ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, და ვაშინგტონის გაფუჭებული საჯარიმო სამი წამით ადრე.

მეორე მხრივ კი ბოლო მეოთხედში დაქამბექების მთავარი მიზეზი არა დალასის სისუსტე, არამედ შაი გილჯეს-ალექსანდერია. გუნდს მაშინ ულიდერა, როცა ყველაზე მეტად იყო ამის საჭიროება, ითამაშა ისე როგორც ლიგის ნომერ მეორეს შეეფერება – MVP-ის გამოკითხვაში.

შაიმ მოიგო, ოკლაჰომამ მოიგო – 100:96.

შაის ანგარიშზე 34 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკია. FG – 14/27.

ლუკა მომდევნო შეხვედრაში ორმაგად მოტივირებული იქნება, ამ შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს სტატისტიკა ამჯერად გვატყუებს – ლუკას შეეძლო თამაში მოეგო, მაგრამ ეს ვერ შეძლო. არადა, სასწორზე კონფერენციის ფინალია.

მის ანგარიშზე 18 ქულა, 12 მოხსნა, 10 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/20.

კაირის შემთხვევაში კი სტატისტიკაც ისეთია, როგორიც თამაში იყო, მიუხედავად ერთი-ორი გაბრწყინებისა – 9 ქულა, 1 მოხსნა, 9 ასისტი. FG – 4/11.

დენვერ ნაგეთსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი – სად ვუყუროთ?

ხვალ გამთენიისას ორი შეხვედრა გაიმართება. ნიუ-იორკ ნიქსი ინდიანა პეისერსს უმასპინძლებს, თბილისის დროით 04:00 ზე. ანგარიში 2:2 ია.

დენვერ ნაგეთსი კი მინესოტა ტიმბერვულვზს უმასპინძლებს და შეეცდება სახლში წაგების ტრადიცია დაარღვიოს. შეხვედრა თბილისის დროით 06:30 ზე გაიმართება.

Setantasports.com-ზე დენვერისა და მინესოტას შეხვედრას იხილავთ.