სარჩევი

ნახევარფინალების Game 1 ჩავლილია. მოულოდნელი არაფერი მომხდარა და ვერც მოხდება, ამ ეტაპზე უკვე ყველაფერი მოსალოდნელია. ასეთი შედეგები გვაქვს:

ნიუ-იორკ ნიქსი vs ინდიანა პეისერსი – 121:117
დენვერ ნაგეთსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი – 80:106
ბოსტონ სელტიკსი vs კლივლენდ კავალიერსი – 120:95
ოკლაჰომა სიტი vs დალას მავერიქსი – 117:95

დღეს გამთენიისას Game 2 გაიხსნა.

ნიუ-იორკ ნიქსი vs ინდიანა პეისერსი

დიდი ხანია ნიქსი ასეთი კონკურენტუნარიანი არ ყოფილა და ალბათ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა რომ ჯეილენ ბრანსონი გახდებოდა ამის მიზეზი. არავინ არ უყურებდა როგორც პოტენციურ მეგა-ვარსკვლავს, ოლსთარში მოხვედრის რეაქციას თუ გავიხსენებთ, შესაძლოა, თავადაც არ სჯეროდა რომ ამდენი შეეძლო, ახლა კი წინ მიდის, გუნდიც მიჰყავს და ძალიან სასიამოვნოც არის მისი თამაშის ყურება.

ნიქსმა პეისერსი მესამე მეოთხედში გატეხა:

პირველი მეოთხედი – 36:36
მეორე მეოთხედი – 27:37 ინდიანას სასარგებლოდ;
მესამე მეოთხედი – 36:18 ნიქსის სასარგებლოდ;
მეოთხე მეოთხედი – 31:30

ნიქსის ხუთეული უკვე სოლიდურად გამოიყურება, ეს ხალხი თავად ქმნის თავის თავსა და სახელს. რა თქმა უნდა, გამოკვეთილი ლიდერი ჰყავთ, მაგრამ ერთი კაცის გუნდად უკვე უხერხულია მათი მოხსენიება.

ანუნობიმ და დივინჩენცომ 28-28 ქულა შესძინეს გუნდს, ჯოშ ჰარტმა (19 ქულა, 15 მოხსნა) და ისაია ჰარტენშტაინმა (14 ქულა, 12 მოხსნა) ორმაგი დუბლი შეასრულეს. ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე კი 29 ქულა, 2 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, FG – 11/18.

ესეც ხუთეული.

ნიქსმა 130:121 მოიგო.

ინდიანას რიგებში ამჯერად კარგი თამაში ჰქონდა ტაირის ჰალიბარტონს, თუმცა, მხარი ვერც მაილზ ტერნერმა აუბა, ვერც პასკალ სიაკამმა. ინდიანა ეცდება საკუთარ კედლებში დაუბრუნდეს ბრძოლას.

ჰალიბარტონის ანგარიშზე 34 ქულა, 6 მოხსნა, 9 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/19.

ასე რომ, სერიაში ანგარიში 2:0 ია ნიქსის სასარგებლოდ. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული კონფერენციის ფინალში ბოსტონ სელტიკსსა და კლივლენდ კავალიერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სად ვუყუროთ?

10 მაისს, 05:30-ზე ოკლაჰომა სიტი დალას მავერიქსს უმასპინძლებს. შეხვედრის ყურებას Setantasports.com-ის პლატფორმაზე შეძლებთ.