სარჩევი

აღმოსავლეთსა და დასავლეთში ნახევარფინალები იმართება. ოთხ-ოთხი გუნდი ფინალისტების ვინაობას გაარკვევს, შემდეგ კი სუპერფინალი გველის წინ.

მეოთხედფინალებმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გვქონდა Game 7 კლივლენდ კავალიერსსა და ორლანდო მეჯიქს შორის, გამარჯვება კლივლენდს დარჩა, გოგა ბითაძემ 7 მატჩიდან მხოლოდ ორში მიიღო მონაწილეობა, საერთო ჯამში 10 წუთი გაატარა პარკეტზე.

ჩავლილიდან განსაკუთრებით ორი გვარი იქნება გამოსარჩევი – ჯეილენ ბრანსონი და ენტონი ედვარდსი. იმხელა მუხტი მიიღეს ნახევარფინალიც ასე აგრესიულად დაიწყეს და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ფინალამდე ასე ივლიან. Game 1 -ში ედვარდსის შესანიშნავი პერფორმანსის შედეგად მინესოტამ იოკიჩის დენვერ ნაგეთსი დაამარცხა.

დღეს გამთენიისას კიდევ ერთმა წყვილმა ითამაშა Game 1 – ინდიანა პეისერსი vs ნიუ იორკ ნიქსი. ხვალ კი ორი ნახევარფინალი გველის – ოკლაჰომა სიტი დალას მავერიქსს შეხვდება, ბოსტონ სელტიკსი კი კლივლენდ კავალიერსს.

დენვერ ნაგეთსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი – Game 2

პირველი ორი შეხვედრა დენვერში გაიმართა, ამიტომ, ნაგეთსი ვალდებული იყო Game 2 მოეგო, რადგან პირველი შეხვედრა წააგო. მეორე მარცხი ძალიან გაართულებდა ყველაფერს. მეორე მარცხი დენვერს სერიის დასრულებაზე დააფიქრებდა, მინესოტას კი ბეჭედზე დააწყებინებდა ფიქრს, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე კიდევ ძალიან შორია.

ასეც მოხდა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონებმა ზედიზედ მეორე წააგეს საკუთარ არენაზე. მხოლოდ წაგება არ აკმარეს, ტიმბერვულვზმა მეტოქე გაანადგურა.

რამდენადაც უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარი, იმდენად მაგრად ითამაშეს ენტონი ედვარდსმა და კარლ-ენტონი თაუნსმა. თამაში თავიდანვე მინესოტას უპირატესობით დაიწყო, მერე მხოლოდ ანგარიშის შემცირების მცდელობები იყო, რაც დენვერმა საკუთარ არენაზეც კი ვერ შეძლო.

ახლა სერიაში ეცდებიან ანგარიშის შემცირებას, მაგრამ გაცილებით რთული იქნება, რადგან მომდევნო შეხვედრები მინესოტაში გაიმართება.

  • ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 16 ქულა, 16 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ბლოკი. FG – 5/13. ცოტა ისროლა და ცოტა ჩააგდო. იოკიჩს მეტი მოეთხოვება.
  • ჯამალ მარის 8 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა, აარონ გორდონს კი 20 ქულა და 4 მოხსნა. ასე დენვერს ძალიან გაუჭირდება.
  • ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 27 ქულა, 2 მოხსნა, 7 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/17.
  • თაუნსის ანგარიშზე 27 ქულა, 12 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/15.

ნიუ-იორკ ნიქსი vs ინდიანა პეისერსი – Game 1

ჯეილენ ბრანსონი შეუდარებელია. მეოთხედფინალები ფილადელფია სიქსერსთან ასეთი მაჩვენებლით დახურა:

Game 1 – 22 ქულა;
Game 2 – 24 ქულა;
Game 3 – 39 ქულა;
Game 4 – 47 ქულა;
Game 5 – 40 ქულა;
Game 6 – 41 ქულა;

ნელ-ნელა აზარტში შევიდა, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ საკუთარ მიღწევებს ეჯიბრება და არა მეტოქეს. ნახევარფინალში ინდიანა პეისერსთან გადაიკვეთა მისი ნიქსი. პეისერსი მიმდინარე სეზონში ძალიან კარგი გუნდია, ბაქსიც ულაპარაკოდ გააგდეს, თუმცა, იქ მილუოკის პრობლემები უფრო თვალსაჩინო იყო, ვიდრე პეისერსის პლუსები.

Game 1 ნიუ-იორკში გაიმართა, ჯეილენ ბრანსონი კი აგრძელებს არანორმალურ თამაშს.

პირველი ნახევრის ბოლოს 53:46 იყო ინდიანას სასარგებლოდ, ესაია ჰარტენშტაინმა საკუთარი ნახევრიდან გაუშვა ბურთი და ინდიანას სამქულიანი გაატანა გასახდელში. ასეთი მომენტები ყოველთვის ძალიან დადებითად მოქმედებს გუნდზე.

მესამე მეოთხედის ბოლოს პლეიოფების მთელი ეს დრამა მაქსიმალურად იგრძნობოდა, ამჯერად მაილზ ტერნერის ბაზერბითერი ვნახეთ და ინდიანა 87:82 დაწინაურდა.

40 წამით ადრე ანგარიში 115:115 იყო. მერე დივინჩენცომ სამიანი ჩააგდო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში, მომდევნო შეტევის დროს ტერნერი შეტევაში დაჯარიმდა, რამაც ინდიანას ძალიან გაურთულა საქმე, არადა, ძალიან ახლოს იყვნენ მოგებასთან, მთელი თამაშის მანძილზე უფრო ხშირად იყვნენ წინ, უფრო მეტი იფიქრეს Game 1-ის წაღებაზე და ბოლო წამებზე ხელიდან გამოეცალათ.

საბოლოოდ ნიქსმა 121:117 მოიგო.

ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 43 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკია. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/21.

ორმაგი დუბლია ჯოშ ჰარტის ანგარიშზე 24 ქულა და 13 მოხსნა.

ინდიანას შემადგენლობაში 23 ქულა ჰქონდა მაილზ ტერნერს, 19 პასკალ სიაკამს და მხოლოდ 6 ქულა ტაირის ჰალიბარტონს. 36 წუთში 6 ქულა კატასტროფული შედეგია.

Game 1 მასპინძლებმა მოიგეს.

სად ვუყუროთ?

დღეს გამთენიისას კიდევ ორი ნახევარფინალის Game 1 გაიმართება:

ბოსტონ სელტიკსი vs კლივლენდ კავალიერსი – 03:00 ზე.

ოკლაჰომა სიტი vs დალას მავერიქსი – 05:30 ზე.

Setantasports.com-ზე შეგიძლიათ ბოსტონისა და კლივლენდის მატჩს მიადევნოთ თვალყური.