უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ აღმოჩნდა რომ გოლდენ სტეიტ უორიორზისთვის უფრო დიდი დანაკლისია სტეფ კარი, ვიდრე სან ანტონიო სპურსისთვის ვიქტორ ვემბანიამა. სპურსმა უორიორზი 126:113 დაამარცხა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს რომ ბოლო დროს სან ანტონიოს ძალიან მომატებული აქვს.
სანდრო მამუკელაშვილს ამჯერად ექვსი წუთი დაუთმეს – ერთი მოხსნა და ერთი ასისტი მიითვალა. ერთხელ ისროლა არაზუსტად.
რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა ფინიქს სანსისა და ბოსტონ სელტიკსის შეხვედრა, ჰოდა, ვთქვათ ამაზეც ორი სიტყვა.
ფინიქს სანსი vs ბოსტონ სელტიკსი
აღმოსავლეთ კონფერენციის ღირსება ბოსტონ სელტიკსმა დაიცვა. დასავლეთ კონფერენციის მეშვიდეადგილოსანს 117:107 მოუგეს.
ბოსტონი მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა უპირატესობას, როგორც ყოველთვის თავდაჯერებული თამაშობდა და საკუთარ გამარჯვებაში ეჭვიც არ შეპარვია.
პირველი მეოთხედი – 26:31 ბოსტონის სასარგებლოდ;
მეორე მეოთხედი – 24:31
მესამე მეოთხედი – 28:25
მეოთხე მეოთხედი – 29:30
კარგი შეხვედრა ჩაატარეს კევინ დურანტმა და ბრედლი ბილმა, თუმცა, მათი გარჯა ბოსტონის დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა. ფინიქსს ისევ აკლდა დევინ ბუკერი, რაც თავისთავად დიდი დანაკლისია.
- დურანტის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 45 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 18/26.
- ბრედლი ბილის ანგარიშზე 25 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/20.
- ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 9-დან 5 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 11/28.
რეგულარული სეზონი
ლოს ანჯელეს კლიპერსი vs ჩიკაგო ბულზი – 112:102
ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 14 ქულა, 11 მოხსნა, 10 ასისტი;
შარლოტ ჰორნეტსი vs ბრუკლინ ნეტსი – 110:99
მაილს ბრიჯისის ანგარიშზე 24 ქულა და 10 მოხსნაა. კემ ტომასმა კი 31 ქულა ჩააგდო;
დეტროიტ პისტონსი vs დალას მავერიქსი – 124:142
ლუკა მოდრიჩის ანგარიშზე 39 ქულა, 10 მოხსნა და 10 ასისტია;
დენვერ ნაგეთსი vs იუტა ჯაზი – 142:121
ჯამალ მარის ანგარიშზე 37 ქულაა;
პორტლენდ ბლეიზერსი vs ტორონტო რეპტორსი – 128:118
დეანდრე ეიტონის ანგარიშზე 30 ქულა და 19 მოხსნაა;