სარჩევი

NBA-ში ექვსი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს ლოს ანჯელესური დერბი იწვევდა, ლეიკერსმა ბოლო დროს შეძლო და კლიპერსთან ურთიერთშეხვედრების კატასტროფული სტატისტიკა გამოასწორა.

ჩიკაგოსა და კლივლენდის შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, ინდიანამ კი კარგ ფორმაში მყოფი პელიკანსის დამარცხება შეძლო.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი

კლიპერსს პოლ ჯორჯი აკლდა, ჰყავთ მოთამაშეები რომეთაც შეუძლიათ ლიდერობის თავის თავზე აღება, ეს განსაკუთრებით კავაი ლეონარდზე ითქმის, იქვეა ჯეიმს ჰარდენი და საკმარის დროს აძლევენ რას უესტბრუკს, მაგრამ ამ გუნდის მამოძრავებელ ძალად მაინც პოლ ჯორჯი მიმაჩნია, არავის არყოფნა ისე არ ეტყობა კლიპესს, როგორც ჯორჯის.

პირველი ნახევარი თანაბრად წარიმართა, რამდენიმე ლამაზი ეპიზოდიც ვიხილეთ, მფრინავი ლებრონიც ვნახეთ, ფიზიკის კანონებს კი არა, ცხოვრებისეულ კანონზომიერებასაც არღვევს. თუმცა, მისი ყურება არასდროს მობეზრდება ადამიანს, თუნდაც დარჩეს კიდევ ათი წელი.

კლიპერსმა პირველი ნახევარი 30:29 მოიგო.

მეორე ნახევარი კლიპერსის უპირატესობით წარიმართა, ჯეიმს ჰარდენმა აიღო თამაში თავის თავზე და გაიქცა კიდეც მისი გუნდი 13 ქულით. პირველი ნაცხევარი კლიპერსმა სოლიდური უპირატესობით დახურა და თითქოს მოიპოვა კიდეც ფსიქოლოგიური უპირატესობა, მაგრამ ლეიკერსში დიდი გამოცდილების მქონე ხალხია, მათი ასე მარტივად გატეხვა რთულია.

მესამე მეოთხედი როგორც წესი გადამწყვეტია ხოლმე, კლიპერსმა კიდევ უფრო განიმტკიცა უპირატესობა და მესამე მეოთხედი 96:77 დასრულდა. თითქოს მორჩა კიდეც აქ თამაში, მაგრამ ლებრონმა სხვაგვარად გადაწყვიტა.

კავაი ბჭობდა, ლებრონი იცინოდა.

მეოთხე მეოთხედის შუაწელს ლეიკერსმა ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა, ლებრონ ჯეიმსმა კი ამ დროის მანძილზე 5 სამქულიანი ჩააგდო!

ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ ჩაუჯდეთ ბოლო მეოთხედს და დატკბეთ ლებრონის თამაშით. ხანდახან მეჩვენება რომ იმაზე უკეთესია, ვიდრე საუკეთესო წლებში იყო. სამიანებს რომ უკეთესად ისვრის ეს ფაქტია.

ლეიკერსმა 21 ქულა აღმოფხვრა. ბოლო წამებზე ანგარიში 114:112 იყო ლეიკერსის სასარგებლოდ, ბურთით კავაი ლეონარდი, ლებრონი მის წინააღმდეგ, ამ უდიდესმა კაცმა ფარი მაგრად დაიცვა, მერე ბურთიც მოიგდო ხელში და ბოლო ასისტიც მიითვალა – 116:112 ლეიკერსის სასარგებლოდ.

ეს ლებრონ ჯეიმსია!

მის გმირობას შეგიძლიათ აქ მიადევნოთ თვალყური.

  • ლებრონ ჯეიმსმა 37 წუთში 34 ქულა აიღო, 6 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ბლოკი. 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, FG – 13/21.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმა – 20 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკია მის ანგარიშზე. FG – 8/15.
  • ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 23 ქულა, 3 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/16.
  • კავაის ანგარიშზე 26 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/19.

ლოს ანჯელეს კლიპერსი (37/20) დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ლოს ანჯელეს ლეიკერსი (32/28) კი მეცხრე ადგილზეა.

რეგულარული სეზონი

ინდიანა პეისერსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი – 123:114
სიაკამმა (24 ქ, 11 მ) ტერნერმა (14 ქ, 10 მ) და ჰილაბარტონმა (17 ქ, 13 ა) ორმაგი დუბლი შეასრულეს. ბრენდონ ინგრამის ანგარიშზე 30 ქულაა;

ტორონტო რეპტორსი vs დალას მავერიქსი – 125:136
ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 30 ქულა, 16 ასისტი და 11 მოხსნაა;

ჩიკაგო ბულზი vs კლივლენდ კავალიერსი – 132:123
დეროზანის ანგარიშზე 35 ქულა და 10 მოხსნაა;

მინესოტა ტიმბერვულვზი vs მემფის გრიზლი – 110:101
ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 34 ქულაა;

დენვერ ნაგეთსი vs საკრამენტო კინგსი – 117:96
იოკიჩის ანგარიშზე 14 ქულა, 14 მოხსნა და 11 ასისტია. ჯამალ მარიმ 32 ქულა ჩააგდო;